ბეპანთენი მალამო 5% 30გრ ტუბი #1
ბეპანთენი მალამო 5%  30გრ ტუბი #1

ბეპანთენი მალამო 5% 30გრ ტუბი #1

გერმანია

ჯიპი გრენზაჩ პროდუქტ
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1გ მალამო შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: დექსპანთენოლი-50მგ, დამხმარე ნივთიერებები: პროტეგინ X 50მგ, ცეტილის სპირტი 18მგ, სტეარილის სპირტი 12მგ, ფუტკრის თეთრი ცვილი 40მგ, ლანოლინი 250მგ, თეთრი რბილი პარაფინი 130მგ, ნუშის ზეთი 50მგ, თხევადი პარაფინი 150მგ, გასუფთავებული წყალი 1000მგ-მდე.

გამოყენების ჩვენებები: კანის საფარველის მთლიანობის დარღვევისას კანის სიმშრალის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ბავშვის კანის მკურნალობისა და მოვლისთვის (გამოყელვისა და საფენისებრი დერმატიტის დროს), ასევე, ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისთვის (სარძევე ჯირკვლების მოვლის მიზნით ლაქტაციის პერიოდში; ძუძუს თავების სიმშრალისა და მტკივნეული ნახეთქების მოვლის მიზნით). შეხორცების პროცესის აქტივაციისათვის, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს კანის მცირე დაზიანების, მსუბუქი დამწვრობის, აბრაზიის, კანის გაღიზიანების, ქრონიკული წყლულების, ნაწოლების, ნახეთქებისას და კანის გადანერგვისას.

უკუჩვენებები: ბეპანთენი არ გამოიყენება პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ბეპანთენის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისას და ლაქტაციის დროს. თუ პრეპარატი გამოიყენება ძუძუს თავების მოვლის მიზნით ლაქტაციის პერიოდში, კრემი უნდა ჩამოიბანოს ლაქტაციის წინ.

გამოყენების მეთოდი და დოზები: გარეგანი გამოყენებისათვის. მალამო დაიტანება დაზიანებულ და ანთებად ზედაპირზე თხელ ფენად 1-2 ჯერ დღეში. სარძევე ჯირკვლების მოვლის მიზნით მალამო დაიტანება ძუძუს თავებზე ყოველი ჭამის მერე. ჩვილი ბავშვების მოვლის მიზნით მალამო დაიტანება საფენის (პამპერსის) ყოველი გამოცვლის მერე.

დოზის გადაჭარბება: დექსპანთენოლი, დიდი დოზებითაც კი, კარგად გადაიტანება და არ იწვევს არასასურველ რეაქციებს. ამ დრომდე ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ჰიპერვიტამინოზის შემთხვევები არ არის ცნობილი.

გვერდითი მოქმედება: ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ქავილი). გვერდითი ოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებული მითითებები: პაციენტმა უნდა მოარიდოს თვალში მოხვედრას.

გამოშვების ფორმა: 5%-იანი მალამო გარეგანი გამოყენებისათვის. 30გ მლაქირებული ალუმინის ტუბი პოლიპროპილენის ყელით და ალუმინის ფოლგიანი მემბრანით, რომელიც იკეტება პოლიპროპილენის ხრახნიანი წვეტიანი ხუფით, მემბრანის გასახვრეტად. ყოველი ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25c ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სამკურნალო ფორმა: გარეგანი გამოყენების მალამო.

აღწერილობა: რბილი, ელასტიური, ჰომოგენური, გაუმჭირვალე კრემი, მკრთალი მოყვითალო ფერის, ლანოლინის სუსტი დამახასიათებელი სუნით.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჯიპი გრენზაჩ პროდუქტ
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
დექსპანთენოლი
დოზა
5%
ფორმა
მალამო
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
30გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი