რეკრეოლი მალამო 5% 50გრ ტუბი #1
რეკრეოლი მალამო 5% 50გრ ტუბი #1

რეკრეოლი მალამო 5% 50გრ ტუბი #1

ლატვია

გრინდეკსი
პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - dexpanthenol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გამააქტიურებელი, ტროფიკის გამაუმჯობესებელი და რეგენერაციის პროცესის მასტიმულირებელი პრეპარატები → ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატები

ფარმაკოლოგიური თვისებები
ახასიათებს ანთების საწინააღმრდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება. ავსებს პანტოთენური მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი ქმნის ორგანიზმსში აქტიურ მეტაბოლიტს - პანტოთენის მჟავას,რომელიც წარმოადგენს CO-ფერმენტს, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ცვლის პროცესში: ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ქოლინის აცეტილირებას. მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-განვითარებაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.

ჩვენებები
--კანის სიმშრალე.
--დამწვრობა,ნაწოლები,
--ტროფიკული წყლული,ჰერპესი
--ნახეთქები(ანალური),
-დერმატიტი, ალერგიული დერმატოზი.
--კანის ცუდად მიხორცებადი ტრანსპლანტანტები.
--კანის სხივური დაზიანება,ასევე იცავს კანს მზისა და ულტრა იისფერი სხივებისაგან
--პოსტ-ოპერაციული ჭრილობები და შრამები.
--აბსცესები, ფურუნკულოზი.
-- ლაქტაციის პერიოდში ძუძუს დვრილების ნახეთქებისა და სხვა ანთებითი პროცესების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
--ახალშობილებში გამოიყენება საფენებისაგან მიღებული კანის ჩახურვის(გამოწვა) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის

მიღების წესები და დოზები
გარეგანი მოხმარების დროს გამოყენებულ უნდა იქნას დაზიანებულ ან ანთებითი პროცესის მქონე კანის მონაკვეთზე, ორჯერ ან რამოდენიმეჯერ დღე- ღამის განმავლობაში.
მეძუძური დედების სარძევე ჯირკვლების მოვლა : მალამო უნდა დატანილ იქნას ძუძუს დვრილებზე ბავშვის ყოველი ძუძუთი გამოკვების შემდეგ.შეიძლება გამოყენებული იქნას კომპრესის სახით.
თოთო ბავშვების მოვლა :მალამო გამოიყენება საფენების ყოველი გამოცვლის დროს

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში კანის ალერგიული რექცია

უკუჩვენება
ჰიპერმგძნობელობა

ორსულობა და ლაქტაცია
გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გრინდეკსი
ქვეყანა
ლატვია
ჯენერიკი
დექსპანთენოლი
დოზა
5%
ფორმა
მალამო
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი