პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: 1 გრამი კრემი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: დექსპანთენოლი 50მგ. დამხმარე ნივთიერებები: DL-პანტოლაქტონი, ფენოქსიეთანოლი, ამფიზოლი K, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, ლანოლინი (E913), იზოპროპილმირისტატი, პროპილენგლიკოლი (E1520), გასუფთავებული წყალი.
ჩვენებები: გამომშრალი და გაღიზიანებული დაუზიანებელი კანის მკურნალობა: ჰიპერემია, მსუბუქი დამწვრობები (მზის და საყოფაცხოვრებო), კანის ქერქოვანი ნაწილების დამუშავება (მაგალითად: ხელის მტევანის, იდაყვის, მუხლების და ასე შემდეგ.) პროფილაქტიკის მიზნით გამომშრალი, გაწითლებული კანის დამუშავება.
მიკროდაზიანებისას სწრაფი შეხორცებისა და კანის ეპითელიზაციის მიზნით (ნახეთქები, ნაკაწრები), კანის გაღიზიანებისას რადიო-, ფოტოთერაპიის ან უი-დასხივებისას. კანის დამუშავება კორტიკოსტეროიდების გამოყენების მერე.
მიღების წესი და დოზირება: კრემი დაიტანება დაზიანებულ ადგილებზე თხელი ფენით რამოდენიმეჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის ხასიათზე და მის დინებაზე.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები დაფუძნებულია სპონტანურ შეტყობინებებზე. შეუძლებელია განისაზღვროს მათი გამოვლინების ზუსტი სიხშირე. იმუნური სისტემის მხრივ, კანის და კანქვეშა ქსოვილის: ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის-კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, ბუშტუკოვანი გამონაყარი.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
დოზის გადაჭარბება: დექსპანთენოლი, მაღალ დოზებშიც კი კარგად გადაიტანება და ითვლება არატოქსიურად.
უსაფრთხოების ზომები: ლანოლინმა, სტეარილის სპირტმა და ცეტილის სპირტმა, პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება (მაგალითად-კონტაქტური დერმატიტი). საჭიროა კრემის თვალში მოხვედრის თავიდან აცილება.
ორსულობა და ლაქტაცია: არ არსებობს კრემის გამოყენების შეზღუდვა ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვა: 30გ ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
122861
ბრენდი
ჯიპი გრენზაჩ პროდუქტ