ნორვასკი 5მგ – ამლოდიპინის ორიგინალური ტაბლეტი წნევისა და სტენოკარდიის კონტროლისთვის. 30 ტაბლეტი.
ამლოდიპინი
ნორვასკი
გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კალციუმის არხების ბლოკატორები
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ამლოდიპინის ბესილატი, შესაბამისად 5 მგ და 10 მგ ამლოდიპინის ექვივალენტური დოზით.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის დიჰიდროფოსფატი, A ტიპის ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
5 მგ ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ზურმუხტის ფორმის (რვაკუთხა, უსწორმასწორო გვერდებით). ერთ მხარეს გამოსახულია Pfizer-ის ლოგო, ხოლო მეორე მხარეს – AML-5.
10 მგ ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ზურმუხტის ფორმის (რვაკუთხა, უსწორმასწორო გვერდებით). ერთ მხარეს გამოსახულია Pfizer-ის ლოგო, ხოლო მეორე მხარეს – AML-10.
შიგნით მისაღებად, დღეში ერთხელ, წყლის საკმარისი რაოდენობის (100 მლ) დაყოლებით.
არტერიული ჰიპერტენზიისა და სტენოკარდიის დროს ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს. პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით, შესაძლებელია მისი გაზრდა 10 მგ-მდე.
გამოყენება ხანდაზმულებში: რეკომენდებულია ჩვეულებრივი დოზების გამოყენება. დოზის რეგულირება საჭირო არ არის.
პრეპარატის გამოყენება თირკმლის უკმარისობის დროს: რეკომენდებულია ჩვეული დოზებით მიღება, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ნახევარგამოყოფის პერიოდის (T1/2) უმნიშვნელო მატება.
ნორვასკის დოზირების რეჟიმის შეცვლა თიაზიდურ შარდმდენებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას არ არის საჭირო.
მკურნალობის კურსს ადგენს მკურნალი ექიმი.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში (6–17 წელი): რეკომენდებული ანტიჰიპერტენზიული პერორალური დოზა ბავშვებში შეადგენს 2.5–5 მგ-ს დღეში ერთხელ. 5 მგ/დღეზე მაღალი დოზა მოცემულ პოპულაციაში არ არის გამოკვლეული. ნორვასკის ეფექტი არტერიულ წნევაზე 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ცნობილი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის უკმარისობის, III–IV კლასის არაიშემიური ეტიოლოგიის გულის ქრონიკული უკმარისობის, აორტალური სტენოზის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს (მისი გადატანიდან 1 თვის განმავლობაში), ასევე 18 წლამდე ასაკში, რადგან ეფექტურობა და უსაფრთხოება ბოლომდე დადგენილი არ არის.
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის, მიტრალური სტენოზის, ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათიისა და არტერიული ჰიპოტენზიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის მიღებისას, ისევე როგორც სხვა კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების დანიშვნისას, საჭიროა სიფრთხილე.