ადიპინი ტაბლეტი  5მგ #30

ადიპინი ტაბლეტი 5მგ #30

საქართველო

ჯი-ემ-პი

გამოიყენება სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდიის, გულის უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიის დროს.

პროდუქტის შესახებ

ადიპინი ტაბლეტი 5მგ

შემადგენლობა:

ადიპინის აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის - 5 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.


ჩვენება:

  • არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაშიც);
  • სტაბილური სტენოკარდია;
  • არასტაბილური სტენოკარდია (მათ შორის პრინცმეტალის სტენოკარდია);
  • გულის უკმარისობა.


უკუჩვენება:

პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებებია _ პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა, აორტის სარქვლის გამოხატული სტენოზი, გულის მძიმე უკმარისობა, არტერიული ჰიპოტონია, ტაქიკარდია, კოლაფსი, სისხლძარღვოვანი და კარდიოგენული შოკი, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პირველი კვირა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.


უსაფრთხოების ზომები:

პრეპარატის მოქმედება პედიატრიაში შესწავლილი არ არის.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. ხანდაზმული ასაკის პაციენტები და პაციენტები თირკმლის უკმარისობით დოზის შემცირებას არ საჭიროებენ. ადიპინით დასაშვებია როგორც მონოთერაპია, ასევე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში დანიშვნა.


ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა:

ამლოდიპინის უარყოფითი გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე დადგენილი არ არის. თუმცა გვერდითი ეფექტების გამოვლინებისას - არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, საჭიროა სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და დოზის ცვლილებისას.



დოზირება და მიღების წესი:

რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით შეიძლება დღიური დოზის გაზრდა. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს.


გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ - პერიფერიული შეშუპება, გულისცემის გაძლიერება, სახის წამოწითლება.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება.
ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია - კანის ქავილი, კანზე გამონაყარი, მულტიფორმული ერითემა.


ვარგისობა და შენახვის პირობები:

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება 10-25 °C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ჯი-ემ-პი
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ამლოდიპინი
დოზა
5მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
30
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი