ამლო-დენკი ტაბლეტი 10მგ ნაჩვენებია არაორგანული მიზეზით გამოწვეული არტერიული წნევის მომატებისას, ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის, დაძაბულობის სტენოკარდიის, ვაზოსპასტიური სტენოკარდიის დროს.
ამლოდიპინის მეზილატის მონოჰიდრატი
გამოიყენება არაორგანული მიზეზით გამოწვეული არტერიული წნევის მომატებისას, ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის, დაძაბულობის სტენოკარდიის, ვაზოსპასტიური სტენოკარდიის დროს.
არ გამოიყენება თუ პაციენტი ალერგიულია ამლოდიპინის, დიჰიდროპირიდინების ან პრეპარატში შემავალი სხვა ინგრედიენტის მიმართ, გულის სარქველის ძლიერი სტენოზის, არასტაბილური სტენოკარდიის, ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს, არ გამოიყენება ორსულობასა და ლაქტაციის პერიოში, ბავშვებში.
1 ტაბლეტი დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობას გადაწყვეტს ექიმი.
თავბრუსხვევა, ძილიანობა ან უძილობა, ყურებში შუილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა.
მლო-დენკი 5-ის ჰიპოტენზიური ეფექტი შესაძლებელია გაძლიერდეს სხვა ანტრიჰიპერტენზიული პრეპარატებით და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით. ნიტრატებთან ერთად კომბინირებულმა გამოყენებამ შესაძლებელია გაზარდოს ეფექტი არტერიულ წნევაზე და პულსზე. ბეტა-ბლოკატორებთან კომბინირებული მიღებისას, აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, რადგან მოსალოდნელია ანტიჰიპერტენზიული ეფექტის გაძლიერება.