აუგმენტინი 1000 ტაბლეტი – ფასი და მოქმედება. ეფექტური ანტიბიოტიკი სხვადასხვა ინფექციის სამკურნალოდ. გაიგეთ მეტი გამოყენების წესებზე.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს: ამოქსიცილინს (ტრიჰიდრატი) - 500 მგ; კლავულანის მჟავას (კალიუმის მარილი) - 125 მგ.
დამხმარე ნივთიერებებია: კოლოიდური სილიკა, კარტოფილის ნატრიუმის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური
ცელულოზა, ჰიპრომელოზა 5, ჰიპრომელოზა 15, მაკროგოლი 4000, მაკროგოლი 6000, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171) და
დიმეთიკონი.
აუგმენტინი არის ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკი, რომელიც ანადგურებს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს. პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში და მოზრდილებში შემდეგი ინფექციების მკურნალობის მიზნით: შუა ყური და სინუსიტი; რესპირატორული ტრაქტის ინფექციები; შარდ-სასქესო გზების ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, ასევე კბილის ინფექციები;
ძვლების და სახსრების ინფექციები.
ალერგია ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავის, პენიცილინის ან აუგმენტინში შემავალი სხვა რომელიმე კომპონენტის
მიმართ. თუ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე ალერგიული რეაქცია, სხვა რომელიმე ანტიბიოტიკის მიმართ, რაც გამოიხატებოდა კანის სიწთლე ან სახის და ყელის შეშუპებაში. თუ პაციენტს ჰქონდა ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე დაკავშირებული
ანტიბიოტიკების მოქმედებასთან
მონონუკლეოზი; ღვიძლის ან თირკმელების დაავადებები; არარეგულარული შარდვა.
კურსის მიღება აუცილებელია, რადგან თუ მკურნალობა არ იქნა ბოლომდე მიყვანილი, შესაძლებელია მოხდეს რეციდივი. თუ პაციენტი იკეთებს სისხლის ან შარდის ანალიზს, ეცნობოს ექიმს, რადგან აუგმენტინი ცვლის
ლაბორატორიულ მონაცემებს.
თუ პაციენტი იღებს ალოპურინოლს აუგმენტინთან ერთად, შესაძლებელია განვითარდეს კანის ალერგიული რეაქცია. პრობენაციდის მიღებისას, ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება დოზის კორექციის შესახებ. ანტიაგრეგანტების (როგორიც არის ვარფარინი) მიღება აუგმენტინთან ერთად, საჭიროა დამატებით სისხლის ანალიზის გაკეთება. აუგმენტინი ზეგავლენას ახდენს მეტოტრექსატის მოქმედებაზე.
თუ პაციენტი არის ორსულად ან ეჭვობს ორსულობის შესახებ ან იმყოფება ლაქტაციის პერიოდში,
პრეპარატის მიღებამდე უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.
დაუშვებელია მანქანისა და მექანიზმების მართვა თუ პაციენტი თავს გრძნობს შეუძლოდ.
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის დაავადებები, დოზირება შეიძლება
შეიცვალოს. მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას დოზის კორექციის ან პრეპარატის შეცვლის შესახებ. თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადებები საჭიროა ჩატარდეს სისხლის ანალიზი ხშირად, რათა განისაზღვროს ღვიძლის ფუნქციონირება.
მუცლის ღრუს და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება (გულისრევა, ღებინება ან დიარეა) ან კრუნჩხვა. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობოს ექიმს, სასურველია პაციენტმა თან იქონიოს პრეპარატი ან შეფუთვა.
თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის მიღება, პრეპარატი მიღებულ უნდა იქნეს გახსენებისთანავე. არ უნდა იქნეს შემდეგი დოზა მიღებული თუ ინტერვალი მიღებებს შორის არის 4 სთ-ზე ნაკლები.