თერაპინ ბიდ ფორტე ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 642.9მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1
თერაპინ ბიდ ფორტე ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 642.9მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1

თერაპინ ბიდ ფორტე ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 642.9მგ/5მლ 100მლ ფლაკონი #1

თურქეთი

ბილიმი
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა: ამოქსიცილინი+ კლავულანის მჟავა
ჩვენებები: თერაპინი BID სუსპენზია ნაჩვენებია მითითებული ორგანიზმების
მგრძნობიარე შტამებით განპირობებული ინფექციების სამკურნალოდ იმ
პირობებში, რომლებიც ქვემოთ არის ჩამოთვლილი:
ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციები:ტონზილიტი, სინუსიტი და შუა ყურის ანთება
ქვედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციები: მწვავე და ქრონიკული
ბრონქიტები, პნევმონია, ბრონქოპნევმონია.
შარდსასქესო ტრაქტის ინფექციები: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი. რბილი ქსოვილებისა და კანის ინფექციები: ფურუნკული, აბსცესი, ცელულიტი,
ჭრილობისმიერი ინფექციები.
დენტალური ინფექციები: დენტოალვეოლური აბსცესი.
სხვა ინფექციები: ინტრააბდომინალური სეფსისი. უკუჩვენებები:  კლამოქსი® უკუნაჩვენებია პენიცილინის ჯგუფის ნებისმიერი პრეპარატის
მიმართ ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებში.
 შეიძლება გამოვლინდეს ჯვარედინი ინფექცია სხვა ბეტა-ლაქტამურ
ანტიბიოტიკებთან
 უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ავადმყოფობის ანამნეზში აქვთ
სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის მოშლა ამოქსიცილინის /კლავულანის
მჟავის ან პენიცილინის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ორსულობა: ორსულობისას გამოიყენება რისკისა და სარგებლის
კოეფიციენტის შეფასების შემდეგ.
ლაქტაცია: კლამოქსის მიღება ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
დოზირება და მიღების წესი:
თერაპინი BID მშრალი ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის 2
თვიდან-6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
დღიური რეკომენდირებული დოზაა:
სუსტი და ზომიერი ინფექციების დროს: 25/3.6 მგ/კგ/დღეში
(ამოქსიცილინი/კლავულანატი)
უფრო მწვავე ინფექციების დროს: 45/6.4 მგ/კგ/დღეში
(ამოქსიცილინი/კალვულანატი)
დღიური დოზა უნდა გაიყოს თანაბარ დოზებად და მიღებული უნდა იქნას
ყოველ 12 საათში.
ბავშვები 2 თვიდან-2 წლამდე:
სუსტი და მწვავე ინფექციების დროს დოზა გამოთვლილი უნდა იყოს სხეულის
წონის მიხედვით.
2-6 წლის ასაკის ბავშვები:
სუსტი და ზომიერი ინფექციების დროსთერაპინი BIDის
რეკომენდირებული დოზა არის შემდეგი:
25/3.6 მგ/კგ/დღე (ამოქსიცილინ/კლავულანატი) 2-6 წელი (13-21 კგ) 5 მლ
ყოველ 12 საათში
45/6.4 მგ/კგ/დღე (ამოქსიცილინ/კლავულანატი) 2-6 წელი (13-21 კგ) 10 მლ
ყოველ 12 საათში
თერაპინი BID ორალური სუსპენზია არ არის რეკომენდებული 2 თვეზე
ნაკლები ასაკის ბავშვებში მოუმწიფებელი რენალური ფუნქციის გამო.

ორალური სუსპენზიის მომზადების ინსტრუქცია:
დაამატეთ წყალი ფლაკონის ნახევრამდე და კარგად შეანჯრიეთ. დაელოდეთ 5
წუთი, სანამ არ წარმოიქმნება ჰომოგენური დისპერსია. დაამატეთ წყალი
მონიშნულ ადგილამდე და ისევ შეანჯღრიეთ კარგად. გახსნილი სუსპენზია
აქტიურია 7 დღის განმავლობაში მაცივარში, შენახვის პირობების შესაბამისად.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ორალური სუსპენზია. არ
გაყინოთ.
შენახვის პირობები:
ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.
გახსნილი სუსპენზია მდგრადია 7 დღის განმავლობაში, მაცივარში შენახვის
პირობებში(-2-8C)
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ბილიმი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ამოქსიცილინი+კლავულანი
დოზა
642.9მგ/5მლ
ფორმა
ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
100მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი