პროდუქტის შესახებ
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს:
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის 500 მგ-სა და კლავულანის მჟავას (კალიუმის მარილის სახით) 125 მგ-ს;
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის 875 მგ-სა და კლავულანის მჟავას (კალიუმის მარილის სახით) 125 მგ-ს.
ჩვენებები
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- ზედა სასუნთქი გზებისა და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (ბრონქიტი, მორეციდივე ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება);
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების ფაზაში, წილოვანი პნევმონია, ბრონქოპნევმონია, პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი);
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, პიელიტი, პროსტატიტი, ცერვიციტი, სალპინგიტი, სალპინგოოფორიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, ენდომეტრიტი, ბაქტერიული ვაგინიტი).
- ნაწლავური და სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, დიზენტერია, სალმონელოზი);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად დაინფიცირებული დერმატოზები, აბსცესი, ფლეგმონა, ინფიცირებული ჭრილობები);
- ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები (ოსტეომიელიტი);
- შერეული ინფექციები (სეპტიური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, ინტრააბდომინალური ინფექციები);
- საჭმლის მომნელებელი სისტემის, მცირე მენჯის ღრუს, თავისა და კისრის მიდამოს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლის, სანაღვლე გზებისა და სახსრების პოსტოპერაციული ინფექციები და მათი პროფილაქტიკა.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატის დოზირება განისაზღვრება პაციენტის ასაკის, წონის, თირკმლის ფუნქციისა და ინფექციის სიმძიმის გათვალისწინებით.
საჭმლის მომნელებელ სისტემის მხრივ გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შესუსტების მიზნით რეკომენდებულია კოკლავის მიღება ჭამამდე.
უკუჩვენება
- ანამნეზში ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ანამნეზში კოკლავით ან პენიცილინით გამოწვეული სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ინფექციური მონონუკლეოზით, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე პაციენტებში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით (ანამნეზში პენიცილინებით გამოწვეული კოლიტი) და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, უკიდურესი საჭიროების შემთხვევების გარდა.
კოკლავი შესაძლოა დაინიშნოს ლაქტაციის პერიოდში ექიმის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, ვინაიდან პრეპარატის მცირე რაოდენობა მაინც გადადის რძეში.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება არა უმეტეს 25C, ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
116711
ჯენერიკი
ამოქსიცილინი+კლავულანი