ამოქსიცილინი კაფსულა 500მგ #10

ამოქსიცილინი კაფსულა 500მგ #10

ბანგლადეში

დრაგ ინტერნაციონალი

გამოიყენება ტიფური და პარატიფული ცხელების, მწვავე შუა ოტიტის, მწვავე ცისტიტის, ტონზილიტის და ფრინგიტის დროს.

პროდუქტის შესახებ

ამოქსიცილინი კაფსულა 500მგ

შემადგენლობა:

​თითოეული კაფსულა შეიცავს:
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი BP ექვივალენტური 500 მგ ამოქსიცილინის.


დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, ცარიელი მყარი ჟელატინის კაფსულის გარსი (პირუტყვის კანის ჟელატინის ექსტრაქტი, ლაურილის ნატრიუმის სულფატი, გაწმენდილი წყალი, ტიტანის დიოქსიდი).


ჩვენება:

​ამოქსიცილინი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში და ბავშვებში:

  • მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
  • მწვავე სტრეპტოკოკური ტონზილიტი და ფარინგიტი
  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება/ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება
  • არაჰოსპიტალური პნევმონია
  • მწვავე შუა ოტიტი
  • მწვავე ცისტიტი
  • მწვავე პიელონეფრიტი
  • ორსულობის დროს უსიმპტომო ბაქტერიურია
  • ტიფური და პარატიფური ცხელება
  • კბილის აბსცესი ცელულიტით გავრცელებული
  • პროთეზირებული სახსრების ინფექციები
  • Helicobacter pylori-ის ერადიკაცია
  • ლაიმის დაავადება
  • ენდოკარდიტის პროფილაქტიკა.

გასათვალისწინებელია ოფიციალური მითითებები ანტიბაქტერიული აგენტების სათანადო გამოყენების შესახებ.


ორსულობა:

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე. ადამიანებში ორსულობის დროს ამოქსიცილინის გამოყენების შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს თანდაყოლილი მანკების ზრდის რისკზე. ამოქსიცილინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის დროს, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება მკურნალობასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკს.

ძუძუთი კვება:

ამოქსიცილინი გამოიყოფა დედის რძეში მცირე რაოდენობით, მგრძნობელობის შესაძლო რისკით. შესაბამისად, ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილში შესაძლებელია ლორწოვანი გარსების დიარეა და სოკოვანი ინფექცია, რის გამოც ძუძუთი კვება შეიძლება შეწყდეს. ძუძუთი კვების დროს, ამოქსიცილინი გამოიყენება, მხოლოდ პასუხისმგებელი ექიმის მიერ სარგებლის/რისკის შეფასების შემდეგ.

ნაყოფიერება:

არ არსებობს მონაცემები ამოქსიცილინის გავლენის შესახებ ადამიანებში ნაყოფიერებაზე. ცხოველებში რეპროდუქციულმა კვლევებმა არ აჩვენა გავლენა ნაყოფიერებაზე.


ინფექციის სამკურნალოდ ამოქსიცილინის დოზირების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად და გასათვალისწინებელია:

  • მოსალოდნელი პათოგენები და მათი სავარაუდო მგრძნობელობა ანტიბაქტერიული აგენტების მიმართ
  • ინფექციის სიმძიმე და ადგილი
  • პაციენტის ასაკი, წონა და თირკმლის ფუნქცია

თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის ტიპისა და პაციენტის პასუხის მიხედვით.


გამოყენების მეთოდი:

ამოქსიცილინი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.
ამოქსიცილინის შეწოვას არ აფერხებს საკვები.
თერაპია შეიძლება დაიწყოს პარენტერალურად ინტრავენური დოზირების რეკომენდაციების შესაბამისად და გაგრძელდეს პერორალური პრეპარატებით.
გადაყლაპეთ წყლით, კაფსულის გახსნის გარეშე.
კაფსულები არ ინიშნება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც არ შეუძლიათ კაფსულების გადაყლაპვა.


შენახვა:

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
დაიცავით სინათლისაგან და ტენიანობისგან.
შეინახეთ ყველა მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.​

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დრაგ ინტერნაციონალი
ქვეყანა
ბანგლადეში
ჯენერიკი
ამოქსიცილინი
დოზა
500მგ
ფორმა
კაფსულა
რაოდენობა შეფუთვაში
10
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი