ალბუმინი (ალბუნორმი) ხსნარი საინფუზიო 20% 50მლ ფლაკონი #1
ალბუმინი (ალბუნორმი) ხსნარი საინფუზიო 20%  50მლ ფლაკონი  #1

ალბუმინი (ალბუნორმი) ხსნარი საინფუზიო 20% 50მლ ფლაკონი #1

ავსტრია

ოქტაფარმა

ალბუმინი გამოიყენება მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღსადგენად და შესანარჩუნებლად, როდესაც აღინიშნება მოცულობის დეფიციტი.

პროდუქტის შესახებ

ალბუმინი (ალბუნორმი) ხსნარი საინფუზიო 20% 50მლ ფლაკონი

შემადგენლობა:

აქტიური სუბსტანცია არის 200 გ/ლ ადამიანის ალბუმინი, წარმოებული ადამიანის პლაზმიდან (50, 100 მლ ბოთლი).

სხვა ინგრედიენტებია ნატრიუმის ქლორიდი, N-აცეტილ-DL-ტრიპტოფანი, კაპრილის მჟავა და საინექციო წყალი.


ჩვენება:

​ალბუნორმი 20% მიეკუთვნება ფარმაცევტულ ჯგუფს: სისხლის შემცვლელები და პლაზმის პროტეინის ფრაქციები.

პროდუქტი გამოიყენება მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღსადგენად და შესანარჩუნებლად, როდესაც აღინიშნება მოცულობის დეფიციტი.


ორსულობა და ძუძუთი კვება:

ადამიანის ალბუმინი არის ადამიანის სისხლის შემადგენელი ჩვეულებრივი კომპონენტი. ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ამ პროდუქტის გამოყენებისას ცნობილი არ არის განვითარებული მავნე ეფექტების შესახებ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ორსულ ქალებში სისხლის მოცულობის კორექციისათვის.
ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა:

არ არსებობს ცნობები, რომ ადამიანის ალბუმინი იწვევს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარის შეფერხებას.


გამოიჩინეთ სიფრთხილე:

  • თუ ხართ სისხლის მომატებული მოცულობის განსაკუთრებული რისკის ქვეშ, მაგ. გულის მხრივ მძიმე დარღვევების, მაღალი არტერიული წნევის, საყლაპავის დილატირებული ვენების, ფილტვებში სითხის, სისხლდენის დარღვევების, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის სერიოზულად დაბალი დონეების შემთხვევებში ან შარდის გამოყოფის არარსებობისას.
  • როდესაც აღინიშნება სისხლის მომატებული მოცულობის ნიშნები (თავის ტკივილი, სუნთქვის დარღვევა, საუღლე ვენის შეგუბება) ან მომატებული არტერიული წნევა. ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
  • როდესაც აღინიშნება ალერგიული რეაქციის ნიშნები. ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
  • როდესაც გამოიყენება თავის ტვინის მძიმე ტრავმული დაზიანების მქონე პაციენტებში.


გამოყენება:

​ალბუნორმი 20% მზადაა გამოსაყენებლად ვენაში საინფუზიოდ ("წვეთოვანი") სახით. დოზა და ინფუზიის სიჩქარე (რამდენად სწრაფად შეჰყავთ ალბუმინი ვენაში) დამოკიდებული იქნება თქვენს კონკრეტულ მდგომარეობაზე. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომელი მკურნალობაა თქვენთვის საუკეთესო.

ინსტრუქციები:

  • გამოყენების წინ პროდუქტი უნდა შეთბეს ოთახის ან სხეულის ტემპერატურამდე.
  • ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე და არ უნდა შეიცავდეს ნალექს.
  • ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
  • თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი ალბუნორმი 20%, ვიდრე საჭირო იყო
თუ დოზირება და ინფუზიის სიჩქარე ძალიან მაღალია, შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, მაღალი არტერიული წნევა და დისკომფორტი სუნთქვისას. ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ექიმი გადაწყვეტს სხვა მკურნალობის დანიშვნის აუცილებლობას.


შენახვა:

​შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცვის მიზნით. არ გაყინოთ.
საინფუზიო კონტეინერის გახსნის შემდეგ მისი შემცველობა დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე ან ოდნავ გაუმჭვირვალე. არ გამოიყენოთ შემღვრეული და ნალექის მქონე ხსნარები.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ოქტაფარმა
ქვეყანა
ავსტრია
ჯენერიკი
ალბუმინი ადამიანის
დოზა
20%
ფორმა
ხსნარი საინფუზიო
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი