გამოიყენება სისხლის ან ორგანიზმის სითხეების შემცვლელად, რომელიც იკარგება სისხლდენის, ქირურგიული ოპერაციის ან თირკმელების დიალიზის დროს.
აქტიური ნივთიერებაა ადამიანის ალბუმინი. ზენალბი 20 არის ხსნარი, რომელიც შეიცავს 200 გ/ლ საერთო ცილას, რომელთაგან არაუმცირეს 95% ადამიანის ალბუმინია.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია ნატრიუმის ოქტანატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (პH რეგულირებისთვის), ძმარმჟავა (პH რეგულირებისთვის), და საინექციო წყალი.
ზენალბი 20 არის ხსნარი, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ადამიანის ალბუმინს (სისხლში ბუნებრივად არსებულ ცილას, რომელიც საჭიროა სხვადასხვა ფუნქციების შესასრულებლად). ადამიანის ალბუმინი მიიღება დონორების შემოწმებული სისხლის პლაზმისაგან, რომლებიც შერჩეულნი არიან აშშ-ში.
ზენალბი 20 გამოიყენება სისხლის ან ორგანიზმის სითხეების შემცვლელად, რომელიც იკარგება სისხლდენის, ქირურგიული ოპერაციის ან თირკმელების დიალიზის (სისხლის “გაწმენდა” აპარატის საშუალებით) დროს. ის შეიცავს ოთხჯერ მეტ ალბუმინს, ნორმალურ სისხლთან შედარებით. მედიკამენტი კეთდება ინექციის სახით ვენაში (ინტრავენური ინფუზია) განუზავებელი ან 5%გლუკოზის ან 0.9% ნატრიუმის ხსნარში განზავებული. მედიკამენტი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
ზენალბი 20 კეთდება ინფუზიის სახით (ვენაში ძალიან ნელი ინექციის სახით). ზენალბი 20 ძირითადად კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ და არა პაციენტის მიერ.
ბოთლი გამოყენებამდე უნდა გათბეს ოთახის ტემპერატურამდე. წვრილი პლასტმასის მილი და კონექტორი უნდა მოთავსდეს ვენაში ნემსის საშუალებით; ნემსი უნდა იქნას ამოღებული და კონექტორი უნდა დამაგრდეს პლასტმასის მილზე. მედიკამენტის ბოთლი უნდა მიემაგროს მილის მეორე ბოლოს და ჩამოიკიდოს პლასტმასის სამაგრზე, პაციენტის ზემოთ. მედიკამენტი ნელა ჩამოიღვრება მილში, გაივლის ფილტრს და მოხვდეს სხეულში წვრილი პლასტმასის მილის საშუალებით.
ექიმი ან ექთანი გამოითვლის ზენალბი 20-ის დოზას და გამოყენების სიხშირეს. მისი რაოდენობა დამოკიდებულა ინდივიდუალურ საჭიროებაზე.
ზენალბი 20-ით მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შემდეგ ექიმი შეამოწმებს:
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მუყაოს კოლოფსა და ბოთლზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება 2 C - 25 C-ზე. დაუშვებელია გაყონვა. გამოყენებულ უნდა იქნას ბოთლის გახსნიდან 3 საათში.
მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ხსნარი მღვრიეა ან მასში აღინიშნება ნალექი. ინახება ორიგინალურ მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დასაცავად.