კოკლავი - 228მგ დოზის ხსნარის სახით, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. შეფუთვაში - 1 ცალი.
შემადგენლობა:
ამოქსიცილინი / კლავულანის მჟავა
• 200 მგ / 28 მგ ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად;
• 400 მგ / 57 მგ ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად.
თერაპიული ჩვენებები:
კოკლავი გამოიყენება ანტიბიოტიკების გამოყენების ადგილობრივი ოფიციალური გაიდლაინებისა და მიკროორგანიზმების მგრძნობელობის მონაცემების შესაბამისად.
კოკლავის სუსპენზია (228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ) გამოიყენება შემდეგი ინფექციურ-ანთებითი დაავადებების ხანმოკლე მკურნალობისთვის, როდესაც მათი გამომწვევი მიზეზია ამოქსიცილინის მიმართ რეზისტენტული ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამები.
სხვა შემთხვევებში რეკომენდებულია მხოლოდ ამოქსიცილინის გამოყენება.
გამოიყენება შემდეგი ინფექციების დროს:
• ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციების ჩათვლით):
• ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები:
• საშარდე სისტემის ინფექციები:
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები:
• სტომატოლოგიური ინფექციები, მათ შორის დენტოალვეოლარული აბსცესი.
პრეპარატის მიმართ მიკროორგანიზმების მგრძნობელობა შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით. აუცილებელია ადგილობრივი მგრძნობელობის გათვალისწინება. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მიკრობიოლოგიური კვლევა და ბაქტერიული მგრძნობელობის განსაზღვრა.
შერეული ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით და კოკლავის მიმართ მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი ორგანიზმებით, შესაძლებელია კოკლავის სუსპენზიის გამოყენება დამატებითი ანტიბიოტიკის გარეშე.
მიღების წესი და დოზირება:
დოზირება დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, პაციენტის ასაკზე, სხეულის წონასა და თირკმლის ფუნქციაზე.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მომზადებული სუსპენზია ინახება მაცივარში 2-8°C ტემპერატურაზე და გამოიყენება არაუმეტეს 7-10 დღის განმავლობაში.
არ გაყინოთ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II. გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.