Duramox 250mg #10

Duramox 250mg #10

კვიპროსი

ვოგენი
About Product
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს:
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი (Trihydrate amoxicillin )
რაოდენობა შეესაბამება უწყლო ამოქსიცილინის ……………. 250 მგ


ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პენიცილინი A ჯგუფის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი.ჩვენება: ბაქტოქსი ნაჩვენებია ბაქტერიული ინფექციებისა და სუპერინფექციების დროს, რომლებიც მგრძნობიარეა ამ პრეპარატის ანტიბაქტერიული სპექტრის მიმართ;
* სეზონური რესპირატორული ინფექციები,
*ოტოლარინგოლოგია (რინიტი, რინოფარინგიტი, ფარინგიტი);
* პულმონოლოგია (ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია);
* გინეკოლოგია (სალპინგიტი, ოოფორიტი, ლისტერიოზი, ენდომეტრიტი);
* უროლოგია, ნეფროლოგია (ცისტიტი, პიელონეფრიტი…და სხვ.);
* გასტროენტეროლოგია (Helicobacter pylori–ით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწკავის წყლულოვანი დაავადებები);
* ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა: ყბა-სახის ქირურგია, ოტოლარინგოლოგია, გასტროენტეროლოგია, უროლოგია (ინფექციური ენდოკარდიტის პროფილაქტიკა);
* მენინგიალური გარსების ანთების მკურნალობისას, ინექციებიდან პერორალურ მკურნალობაზე გადასვლისას (იგი კარგად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს).

უკუჩვენება: ალერგია პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ. ინფექციური მონონუკლეოზი (კანზე გამონაყარის მომატების რისკი).მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: მოზრდილებისათვის 1, 1,5 ან 2,0 გ დღეში 2-3 მიღებაზე. მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაორმაგება.
პრეპარატის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს საკვებისაგან დამოუკიდებლად. მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად პრეპარატი მიღებულ უნდა იქნეს რეგულარულად. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის დოზირება ხდება კრეატინინის კლირენსის შესაბამისად: >30 მლ/წთ - კორექციას არ საჭიროებს; 10-დან 30 მლ/წთ – 500 მგ 18 საათში ერთხელ; <10 მლ/წთ: 500 მგ დღეღამეში.ორსულობა და ლაქტაცია: აუცილებლობის შემთხვევაში ამოქსიცილინის დანიშვნა შესაძლებელია ორსულობის ნებისმიერ ვადაში. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან იგი გადადის დედის რძეში.
Show More
More Info
Brand
ვოგენი
Country
კვიპროსი
Generic
amoxicillin
Dose
250მგ
Form
კაფსულა
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page