აქტიური კომპონენტია ტორასემიდი
სხვა კომპინენტებია ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი (ტიპი A) (კარტოფილისგან), კოლოიდური უწყლო სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი.
ტორასემიდი სტადა არის შარდმდენი საშუალება (ზრდის შარდის გამოყოფას) და მიეკუთვნება ე.წ. „ძლიერი მოქმედების შარდმდენების ჯგუფს, როგორიცაა: სულფონამიდები, მონოპრეპარატიანი შარდმდენები“.
ტორასემიდი სტადა განკუთვნილია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
შეშუპება (სითხის შეკავება) გამოწვეული გულის შეგუბებითი უკმარისობით, თირკმელების ან ღვიძლის დაავადებით,
ჰიპერტენზია.
ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობის დროს ტორასემიდის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
უცნობია, გადადის თუ არა ტორასემიდი დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.
ვინაიდან ბავშვებში ტორასემიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის, ბავშვებში ტორასემიდის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ამ მედიკამენტმა შეიძლება შეაფერხოს თქვენი მანქანის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარი, განსაკუთრებით თუ ის მიიღეთ ალკოჰოლთან ერთად.
ტორასემიდი სტადას მიღების შესახებ ზუსტად დაიცავით ექიმის მითითებები. ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზრდასრულებისთვის (ხანდაზმულების ჩათვლით) ჩვეულებრივი დოზაა:
- გულის შეგუბებით უკმარისობასთან, თირკმელების დაავადებასთან ან ღვიძლის დაავადებასთან დაკავშირებული შეშუპების მკურნალობა
საწყისი დოზა მერყეობს 5 მგ-დან 20 მგ-მდე დღეში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გაზარდოს ეს რაოდენობა დაახლოებით ორჯერ.
- ჰიპერტენზია
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 2.5-დან 5 მგ-მდე დღეში, მაგრამ ექიმმა შეიძლება გაზარდოს დღიური დოზა 10 მგ-მდე ან დანიშნოს დამატებითი ანტიჰიპერტენზიული საშუალება.
ტორასემიდი სტადა მიიღება პერორალურად.
ტაბლეტები გადაყლაპეთ, დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად დილით. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.