ჰეფეროლი მიეკუთვნება ანტიანემიური პრეპარატების ჯგუფს (სამკურნალო საშუალებები, რომელთაც იყენებენ ანემიის მკურნალობის დროს).
აქტიური ნივთიერება: რკინის (II) ფუმარატი.
ერთი კაფსულა შეიცავს 350 მგ რკინის (II) ფუმარატს (ექვივალენტურია 115 მგ ელემენტარული რკინისა).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი; უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი; ნატრიუმის ლაურილსულფატი; მაგნიუმის სტეარატი;
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი ქინოლინის ყვითელი (E104), საღებავი აზორუბინი (E122), საღებავი პატენტი ლურჯი (E131), საღებავი ბრილიანტის შავი (E151).
ჰეფეროლი მიეკუთვნება ანტიანემიური პრეპარატების ჯგუფს (სამკურნალო საშუალებები, რომელთაც იყენებენ ანემიის მკურნალობის დროს). აღნიშნული პრეპარატი შეიცავს რკინას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჟანგბადის მიღების და ორგანიზმისთვის საჭირო ადგილებში გადატანის პროცესში. რკინა შედის სისხლის წითელი უჯრედების შემადგენლობაში და უკავშირდება ჰემოგლობინს. სწორედ ჰემოგლობინი ამარაგებს მთელს ორგანიზმს ჟანგბადით.
ჰეფეროლი ინიშნება რკინის უკმარისობით გამოწვეული რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ. სისხლში რკინის შემცველობის დაბალი დონე შესაძლოა გამოწვიოს დიეტამ, რომელიც შეიცავს რკინის მცირე რაოდენობას, წვრილი ნაწლავიდან რკინის ძნელად შეწოვამ, ორსულობამ, ძუძუთი კვებამ ან სისხლდენამ. რკინის მიღება შესაძლოა რეკომენდებული იყოს ორულობის პერიოდში ანემიის პროფილაქტიკის მიზნით.
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ფურცელი-ჩანართის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატის მიღება სასურველია კვებამდე ან უზმოზე, თუ შესაძლებელია. დასაშვებია საკვებთან ერთად მიღება თუ პრეპარატი იწვევს კუჭის გაღიზიანებას.
რეკომენდებული დოზები:
მოზრდილები და 12 წელზე ზემოთ ბავშვები:
ანემიის პროფილაქტიკა: 1 კაფსულა დღეში.
ანემიის მკურნალობა: 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ.
ხანდაზმული პაციენტები:
ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია იგივე დოზები, რაც მოზრდილებში.
ორსულობის II და III ტრიმესტრი:
რეკომენდებულია იგივე დოზები, რაც მოზრდილებში.
რკინის პრეპარატებით მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ განისაზღვრება ანემიის გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ. გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ ანემიის სამკურნალოდ რკინის პრეპარატი მიიღება დაახლოებით 6-12 კვირა. შემდეგ უნდა შეწყდეს რკინის პრეპარატის მიღება, რომ თავიდან აირიდოთ ორგანიზმში რკინის დაგროვება. ხანგრძლივი მკურნალობა ყოველთვის უნდა მიმდინარეობდეს ექიმის მეთვალყურეობით.
ბავშვები:
აღნიშნული პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ბავშვებში.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.
დაუშვებელია სამკურნალო საშუალების გადაყრა ჩამდინარე წყალში და ნაგავში.
გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარეთ ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომები იცავს გარემოს.