მედროლი - 16მგ დოზის ტაბლეტის სახით, გამოიყენება ანთებითი პროცესების დროს. შეფუთვაში - 30 ცალი.
მეთილდროლი 16 მგ ტაბლეტები
აქტიური ნივთიერება:
მეთილპრედნიზოლონი
მეთილდროლი შეიცავს აქტიურ ნივთიერება მეთილპრედნიზოლონს, რომელიც მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდების ჯგუფს. კორტიკოსტეროიდები ბუნებრივად წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის მრავალი ფუნქციის რეგულირებაში.
ჩვენებები:
მეთილდროლი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
• დაავადებები, რომელთა დროსაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ბუნებრივ კორტიკოსტეროიდებს, მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა;
• სახსრების დაავადებები (მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი);
• კანის დაავადებები (მაგალითად, პემფიგუსი, მძიმე ფსორიაზი);
• ალერგიული დაავადებები (მაგალითად, ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა);
• თვალის დაავადებები (მაგალითად, დიფუზური უკანა უვეიტი, ოპტიკური ნევრიტი, ირიტი და ირიდოციკლიტი);
• ფილტვის დაავადებები (მაგალითად, სარკოიდოზი, ემფიზემა);
• სისხლის დაავადებები (მაგალითად, ლეიკემია);
• ნაწლავის დაავადებები (მაგალითად, რეგიონალური ენტერიტი, წყლულოვანი კოლიტი);
• თავის ტვინის დაავადებები (მაგალითად, ტუბერკულოზური მენინგიტი).
მეთილდროლი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა დაავადებების სამკურნალოდაც ექიმის გადაწყვეტილებით.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ორსულობის, ძუძუთი კვების ან დაორსულების დაგეგმვის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა:
ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, მეთილდროლმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები ახალშობილში. ამიტომ ორსულობის დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
ძუძუთი კვება:
მეთილდროლი გადადის დედის რძეში და შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვზე. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით.
ფერტილობა:
არსებული მონაცემების მიხედვით, მეთილდროლმა შესაძლოა შეამციროს ნაყოფიერება.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღეთ ყოველთვის ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.
საწყისი რეკომენდებული დოზაა 4 მგ-დან 48 მგ-მდე დღეში. დოზა განისაზღვრება დაავადების ტიპის, სიმძიმისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ექიმმა შესაძლოა თანდათან შეამციროს დოზა შესაბამის მინიმალურ შემანარჩუნებელ დოზამდე.
ტაბლეტი მიიღეთ მთლიანად, წყლის დაყოლებით. არ დაღეჭოთ და არ გატეხოთ.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი არ საჭიროებს სპეციალურ შენახვის პირობებს.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ გამოუყენებელი მედიკამენტი საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. მედიკამენტის განადგურების შესახებ მიმართეთ ფარმაცევტს.
შემადგენლობა:
მეთილდროლი 16 მგ-ის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 16 მგ მეთილპრედნიზოლონს.
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, თხევადი პარაფინი, კალციუმის სტეარატი.