ტაიქოლდი მაქსი ფხვნილია ცხელი სასმელისთვის, ერთ-ერთი გრიპის წამლებიდან სეზონისთვის. ამსუბუქებს სიმპტომებს. გაეცანი ინსტრუქციას და დაისვენე.
დასახელება
ტაიქოლდი მაქსი ლიმ/არ.#12პაკ
ჩვენებები
ტაიქოლდ მაქსი ნაჩვენებია გრიპის, ციებ-ცხელების, კანკალისა და სიცხით მიმდინარე გაციების სიმპტომების შესამსუბუქებლად, რომელიც მოიცავს: თავის ტკივილს, ყელის ტკივილს, ტკივილს, ცხვირის გაჭედვას, სინუსიტს და მასთან დაკავშირებულ ტკივილს, ასევე ცხვირის მწვავე კატარულ ანთებას.
უკუჩვენებები
დოზირება და მიღების წესი
მიღების წესი
რეკომენდებული დოზა და დოზირების სქემა
მოზრდილები (ხანდაზმულებისჩათვლით) და 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები:
ტაიქოლდი მაქსი მიიღება პერორალურად, ქვემოთ აღწერილი წესის მიხედვით: ერთი პაკეტის შიგთავსი იხსნება 160 მლ ცხელ წყალში (დაახლოებით ერთი სტანდარტული ზომის ჭიქა) და მიიღება დაუყოვნებლივ ლოდინის გარეშე. მომდევნო დოზის მიღება შესაძლებელია 6 საათის შემდეგ. რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზა არის 4 პაკეტი.
ბავშვები
პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ არ არსებობს ექიმის რეკომენდაცია.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25რC ტემპერატურის პირობებში, თავის შეფუთვაში.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.