გამოიყენება ანტიჰისტამინური საშუალების სახით ალერგიის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
მოქმედი ნივთიერება არის ებასტინი.
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ებასტინს.
დამხმარე ნივთიერებები არის მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი; გარსის შემადგენლობაში შედის ჰიპრომელოზა, მაკროგოლი-6000, ტიტანის დიოქსიდი (E171).
კესტინი® შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ებასტინს, რომელიც მოქმედებს პერიფერიულ H1-ჰისტამინურ რეცეპტორებზე და გამოიყენება ანტიჰისტამინური საშუალების სახით ალერგიის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
ებასტინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) პრეპარატები.
კესტინი®-ს ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ალერგიული რინიტის (სეზონური ან/და წლიური) და სხვადასხვა ეტიოლოგიის ჭინჭრის ციების, მათ შორის ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების, სიმპტომური მკურნალობისთვის.
არ გამოიყენოთ კესტინი® ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რადგან მონაცემები ამ პერიოდში ებასტინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს.
არ არსებობს მონაცემები ებასტინის გავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე. თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულებას, პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
ებასტინის რეკომენდებული, სადღეღამისო დოზებით მიღება, როგორც წესი, არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ებასტინის მიმართ მგრძნობიარე პირებისთვის ავტომობილის მართვამდე ან რთული სახის ქმედებებების შესრულებამდე მიზანშეწონილია ინდივიდუალური რეაქციის შეფასება, რადგან შესაძლებელია ძილიანობის ან თავბრუსხვევის განვითარება.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, მათ შორის, ძილიანობა და თავბრუსხვევა, საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში ქმედებების განხორციელებისას, რომლებიც ყურადღების გაზრდილ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს მოითხოვს.
ასევე იხილეთ ნაწილი „შესაძლო გვერდითი მოვლენები“.
ზოგიერთი შაქრის აუტანლობის შემთხვევაში, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ფურცელ-ჩანართში არსებული ინფორმაციის ან თქვენი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
კესტინი® 10 მგ ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ საჭიროა ებასტინის 10 მგ-ზე ნაკლები დოზები, ან პაციენტებში, რომლებსაც უჭირთ ყლაპვა.
თუ ფიქრობთ, რომ კესტინი®-ს ტაბლეტების ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: ერთი 10 მგ-იანი ტაბლეტი დღეში.
თუ შერჩეული დოზა არ არის საკმარისად ეფექტური, ექიმმა შეიძლება დანიშნოს კესტინი®-ს ორი 10 მგ-იანი ტაბლეტი ერთხელ დღეში.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს (კლასი C ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს.
მკურნალობის კურსი განისაზღვრება დაავადების სიმპტომების შემსუბუქებით.
ტაბლეტზე არსებული ხაზი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გასატეხად.
არ მისცეთ ეს პრეპარატი 12 წლამდე ასაკის ბავშვებს.
პრეპარატი ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.