კატაბალახას ფესვების ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. იგი ხსნის ნერვული დაძაბულობის სიმპტომებს, უძილობის შემთხვევაში კი ხელს უწყობს დაძინებას.
მოქმედი ნივთიერებებია სამკურნალო კატაბალახას ფესვების ექსტრაქტი, სამკურნალო ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი, ბაღის პიტნის ფოთლების ექსტრაქტი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
სამკურნალო კატაბალახას ფესვების მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი (Valeriana officinalis radix extract) ((4-7):1) 35 მგ1)
სამკურნალო ბარამბოს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Melissa officinalis folium extract) 17.5 მგ2)
ბაღის პიტნის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Mentha piperita folium extract) 17.5 მგ2).
პერსენი® დღე არის მსუბუქი სედაციური ეფექტის მქონე მცენარეული პრეპარატი. კატაბალახას ფესვების ექსტრაქტს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. იგი ხსნის ნერვული დაძაბულობის სიმპტომებს, უძილობის შემთხვევაში კი ხელს უწყობს დაძინებას.
ბაღის პიტნის ფოთლების ექსტრაქტს კატაბალახას ფესვების ექსტრაქტთან ერთად ტრადიციულად დამამშვიდებლი საშუალების სახით იყენებენ. ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტი პრეპარატს დამატებით დამამშვიდებელ ეფექტს ანიჭებს.
პერსენი® დღე გამოიყენება ნევროზების მკურნალობის საწყის ეტაპებზე, როდესაც უფრო ძლიერი წამლების გამოყენება არ არის გამართლებული.
პერსენი® დღე გამოიყენება მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში.
მსუბუქი დროებითი ნერვული დაძაბულობის სიმპტომების შესამსუბუქებლად (როგორც დამამშვიდებელი საშუალება გონებრივი დატვირთვის, შფოთვის, აგზნებადობის დროს).
და (ან)
დაძინებასთან დაკავშირებული დროებითი სირთულეების არსებობისას (უძილობა);
თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან გრძნობთ გაუარესებას 14 დღის შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, ამიტომ სიფრთხილის მიზნით ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული პერსენი® დღეს მიღება.
ამ პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე. პრეპარატის ზეგავლენის ქვეშ არ უნდა მართოთ ავტომობილი ან იმუშაოთ ტექნიკასთან.
ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის არსებობისას მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად.
ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში რეკომენდებული დოზები:
გაზრდილი გონებრივი დატვირთვის, შფოთვის ან აგზნებადობის დროს: 3-4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
უძილობის დროს: დროს: 3-4 ტაბლეტი ძილის წინ ერთი საათით ადრე.
გამოიყენება შიგნით მისაღებად, წყლის დაყოლებით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
პრეპარატის მოქმედება თანდათანობით ვლინდება. ოპტიმალური ეფექტის
მისაღწევად პრეპარატი უწყვეტად უნდა მიიღოთ არანაკლებ 2 კვირის
განმავლობაში.
გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. პრეპარატის რეკომენდებული
დოზებით ხანგრძლივი მიღება არ იწვევს შეჩვევას ან მოხსნის სიმპტომებს.
გამოყენება ბავშვებში:
12 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
პერსენი® დღე არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არა უმეტეს 25 ° C ტემპერატურაზე.