აღწერა: სტერილური კო-ტრიმოქსაზოლის კონცენტრატი BP წარმოადგენს ამპულას, რომელიც შეიცავს უფერო ან ოდნავ ყვითელ ხსნარს.
ჩვენებები: სტერილური კო-ტრიმოქსაზოლის კონცენტრატი BP ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: საშარდე გზების მწვავე არა-გართულებული ინფექცია: რეკომენდებულია, რომ საშარდე გზების არაგართულებული ინფექციების საწყისი ეპიზოდების მკურნალობა მოხდეს ერთი ეფექტური ანტიბაქტერიული საშუალებით, და არა კომბინაციით, როგორიცაა საინფუზიო კო-ტრიმოქსაზოლი. Pneumocystis jiroveci pneumonitis ან “PJP” (ადრე Pneumocystis carinii pneumonia ან “PCP”) -ის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ტოქსოპლაზმოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ნოკარდიოზის მკურნალობა. ზოგადად, სტერილური კო-ტრიმოქსაზოლ კონცენტრატი BP-ს გამოყენების ჩვენებები იგივეა, რაც შიგნით მისაღები ანუ პერორალური ფორმულისათვის.
დოზირება და მიღების წესი: დოზირება დოზირების სტანდარტული რეკომენდაციები მწვავე ინფექციებისათვის
მოზრდილები (მეტი 18 წელზე: სტანდარტული დოზირება ასაკი საინფუზიო ხსნარი მეტი 18 წელზე: 2 ამპულა (10მლ) ყოველ 12 საათში რეკომენდებული დოზა ბავშვებში შეადგენს დაახლოებით 6მგ ტრიმეთოპრიმს და 30მგ სულფამეთოქსაზოლს 1კგ წონაზე დღეში, მიცემული ორ თანაბრად გაყოფილ ნაწილად. სახელმძღვანელოს სახით შეიძლება შემდეგი ცხრილის გამოყენება:
ბავშვები 12 წლის ზემოთ (12-ზე მეტიდან-18 წლამდე): სტანდარტული დოზირება ასაკი საინფუზიო ხსნარი 12-ზე მეტიდან-18 წლამდე 2 ამპულა (10მლ) ყოველ 12 საათში
ბავშვები 12 წლის და ნაკლებ ასაკში (6 კვირაზე მეტიდან-12 წლამდე): ასაკი დოზა 6 კვირა-5თვე 1.25მლ ყოველ 12 საათში ერთხელ 6 თვე-5 წელი 2.5მლ ყოველ 12 საათში ერთხელ 6-დან 12 წლამდე 5.0მლ ყოველ 12 საათში ერთხელ მძიმე ინფექციების დროს ყველა ასაკობრივ ჯგუფში, დოზა შეიძლება 50%-ით გაიზარდოს. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაქრობიდან კიდევ ორი დღის შემდეგ. ძირითადად საჭიროა მინიმუმ 5 დღიანი მკურნალობის ჩატარება.
თირკმელების დისფუნქცია: მონაცემები დოზირების შესახებ თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისათვის არ მოიპოვება. რეკომენდებული დოზირება: მოზრდილები (18 წლამდე) და ბავშვები 12 წლის ზემოთ (12ზე მეტიდან-18 წლამდე): კრეატინინის კლირენსი (მლ-წთ)
რეკომენდებული დოზა მეტი 30 2 ამპულა (10მლ) ყოველ12 საათში ერთხელ 15-30 1 ამპულა (10მლ) ყოველ 12 საათში ერთხელ ნაკლები 15 არ არის რეკომენდებული თირკმელების დისფუნქციის მქონე 12 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. საჭიროა სიფრთხილე თირკმელების მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში, რადგანაც შესაძლოა აღნიშნოს ტრიმეთოპრიმის და სულფამეთოქსაზოლის აბსორბციის და ბიოტრანსფორმაციის ცვლილებები. საჭიროა სულფამეთოქსაზოლის პლაზმური კონცენტრაციის შემოწმება 2-3 დღიანი ინტერვალში კო-ტრიმოქსაზოლის 16მგ-80მგ ყოველ მლ ინფუზიაზე დოზირების გამოყენებიდან 12 საათის შემდეგ. თუკი სულფამეთოქსაზოლის საერთო კონცენტრაცია აღემატება 150 მიკროგრამ-მლ-ს მაშინ უნდა შეწყდეს მკურნალობა სანამ მნიშვნელობა არ დაეცემა 120 მიკროგრამ-მლ-მდე.
Pneumocystis jiroveci pneumonitis: მკურნალობა-12 წლის ან მცირე ასაკის ბავშვები (მეტი 6 კვირიდან- ნაკლები 12 წლამდე); ბავშვები 12 წელზე ზემოთ (12-დან-18წლამდე) და მოზრდილები (18 წლის ზემოთ): 20მგ ტრიმეთოპრიმი და 100მგ სულფამეთოქსაზოლი კგ წონაზე დღეში, ორ ან მეტ გაყოფილ დოზად. თერაპია უნდა შეიცვალოს ორალურ მიღების მეთოდზე შეძლებისდაგვარად სწრაფად და უნდა გაგრძელდეს მკურნალობა მთლიანად ორი კვირის განმავლობაში.