ბლოკიუმ ფლექსი - ტაბლეტის სახით, გამოიყენება კუნთებისა და სახსრების ტკივილის, ანთების საწინააღმდეგოდ. შეფუთვაში - 15 ცალი.
შემადგენლობა:
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
• ნატრიუმის დიკლოფენაკი – 50.00 მგ;
• პრიდინოლის მეზილატი – 4.00 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
• ლაქტოზის მონოჰიდრატი – 95.00 მგ;
• მიკროკრისტალური ცელულოზა – 34.00 მგ;
• ნატრიუმის კროსკარმელოზა – 9.00 მგ;
• მაგნიუმის სტეარატი – 1.80 მგ;
• სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი – 2.00 მგ;
• ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა E15 – 7.33 მგ;
• რკინის ყვითელი ოქსიდი – 95.20 მკგ;
• რკინის წითელი ოქსიდი – 18.10 მკგ;
• ტიტანის დიოქსიდი – 0.57 მგ;
• პოლიეთილენგლიკოლი 6000 – 1.33 მგ;
• ტალკი – 4.77 მგ.
ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მრგვალი, ნახევრად ელიფსური ფორმის ტაბლეტები, დაფარული თხელი მოყვითალო-ყავისფერი გარსით.
საშუალო წონა: 210 მგ ± 5%.
ხსნადობა: Q=70% (ნატრიუმის დიკლოფენაკი).
ჰერმეტულობა: არანაკლებ 99.5%.
ათქ კოდი: M03BX03
თერაპიული თვისებები:
ანალგეტიკური, ანთების საწინააღმდეგო, მიორელაქსანტური მოქმედება.
ჩვენება:
ბლოკიუმ ფლექსი გამოიყენება:
• მტკივნეული ანთებითი პროცესებით მიმდინარე კუნთოვანი კონტრაქტურების დროს;
• სახსრებისა და ექსტრაარტიკულარული რევმატიული პროცესების დროს;
• მიალგიისას;
• წელის ტკივილისას;
• ციატალგიისას;
• კისერმრუდობისას;
• ტრავმების დროს;
• მყესების დაჭიმულობისას.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დიკლოფენაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომლის მოქმედება ძირითადად დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან.
პრიდინოლი წარმოადგენს ცენტრალურად მოქმედ მიორელაქსანტს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს კუნთოვანი სპაზმების დროს.
მიღების წესი და დოზა:
მიიღება 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში, ჭამის შემდეგ. დოზირება შესაძლებელია შეიცვალოს ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
უკუჩვენება:
არ გამოიყენება:
• პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ ალერგიის შემთხვევაში;
• კუჭ-ნაწლავის აქტიური წყლულის დროს;
• ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე უკმარისობისას;
• თუ ანამნეზში აღინიშნება აცეტილსალიცილის მჟავასთან ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან დაკავშირებული ასთმა, რინიტი ან ურტიკარიული გამონაყარი;
• ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
დოზის გადაჭარბება:
მწვავე დოზის გადაჭარბების სიმპტომებია:
• თავის ტკივილი;
• ფსიქომოტორული აღგზნება;
• კუნთების სპაზმი;
• კრუნჩხვები;
• ეპიგასტრიუმის მიდამოს ტკივილი;
• გულისრევა;
• ღებინება;
• ჰემატემეზი;
• დიარეა;
• კუჭ-ნაწლავის წყლული;
• ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
• ოლიგურია.
საჭიროების შემთხვევაში უნდა მიემართოს ტოქსიკოლოგიის ცენტრს.
დოზის გადაჭარბების საწყისი მკურნალობა:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა კუჭის ლავაჟის ან ღებინების გამოწვევის გზით.
პრეპარატი გამოიყოფა შარდის საშუალებით, ამიტომ შესაძლებელია ფორსირებული დიურეზის გამოყენება. პრეპარატის ელიმინაციის პროცესში დიალიზის ან ჰემოპერფუზიის ეფექტურობა დადგენილი არ არის. გააქტიურებული ნახშირის გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს პრეპარატის აბსორბცია.
შეფუთვა:
15 და 30 შემოგარსული ტაბლეტი კონტეინერში.
შენახვის ვადა:
24 თვე.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ და მშრალ ადგილას, 15-30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.