კოვონიას ამოსახველებელი სიროფი სველი, ნახველიანი ხველის დროს ეხმარება ორგანიზმს დაგროვილი ნახველის მოშორებაში. შეუკვეთე ონლაინ.
შემადგენლობა:
პრეპარატის ყოველი 5 მლ აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს:
ლევომენთოლი — 4 მგ;
ზღვის ხახვის ხსნარი — 0.6 მლ;
ძირტკბილას თხევადი ექსტრაქტი — 0.125 მლ.
დამხმარე ნივთიერებები: პიტნის ზეთი, ანისულის ზეთი, წიწაკის ხსნარი, საქაროზა, თხევადი გლუკოზა, მაგნიუმის ალუმინის სილიკატი, ნატრიუმის მეთილ-, ეთილ- და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E215, E219), გლიცეროლი (E422), კარამელი (E150), გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.
პროდუქტიული ხველა, ბრონქიტი. ამსუბუქებს მკერდისმიერი ხველისა და ყელის ტკივილის სიმპტომებს.
მოზრდილები, ხანდაზმულები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: საჭიროებისამებრ მიიღება 1 ან 2 სავსე 5 მლ-იანი კოვზი ყოველ 4 საათში ერთხელ.
5–12 წლის ბავშვები: საჭიროებისამებრ მიიღება 1 სავსე 5 მლ-იანი კოვზი ყოველ 4 საათში ერთხელ.
5 წლამდე ასაკის ბავშვები: არ გამოიყენება, თუ ექიმის შესაბამისი რეკომენდაცია არ არსებობს.
თუ სიმპტომები გახანგრძლივდა ან გაუარესდა, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, როგორიცაა დერმატიტი, კანის გამონაყარი, წამოხურება და კანის ამობურცვა, რასაც თან ახლავს ქავილი.
შესაძლებელია ორგანიზმში ნატრიუმისა და წყლის დონის მომატება, სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება, კუნთოვანი სისუსტე, გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია და გულის რიტმის დარღვევა.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
ნებისმიერი ტიპის გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაავადება;
სასუნთქი სისტემის დარღვევები;
ქალასშიდა წნევის მომატება;
ალკოჰოლიზმი.
თუ პაციენტი კუჭის წყლულის სამკურნალოდ იღებს კარბენოქსოლონს ან ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას (შარდმდენებს), საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატი შეიცავს 7.7 მოცულობით პროცენტ ეთანოლს, ანუ დაახლოებით 600 მგ-ს ყოველ 10 მლ-ში, რაც ერთ დოზაზე შეესაბამება 15 მლ ლუდს ან 6 მლ ღვინოს.
საზიანოა ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისთვის. ეს უნდა გაითვალისწინონ ბავშვებმა, ორსულებმა და მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებმა, მათ შორის ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პირებმა.
პრეპარატი შეიცავს გლუკოზასა და საქაროზას. ყოველი 5 მლ შეიცავს 1.53 გ საქაროზას. ეს უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა. თუ პაციენტს რომელიმე სახის შაქრის აუტანლობა აქვს, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
პრეპარატი შეიცავს ნატრიუმის მეთილ-, ეთილ- და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს (E215, E219), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
არ გადააჭარბოთ დადგენილ დოზას.
თუ პაციენტი ორსულადაა, გეგმავს დაორსულებას ან იმყოფება ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
კოვონიას ამოსახველებელი მიქსტურა მენთოლით არის ყავისფერი, მღვრიე სითხე მენთოლისა და ანისულის სუნით.
შეფუთვა: 150 მლ-იანი ბოთლი.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა რეცეპტის გარეშე.