ბეტადინის მალამო 10% – პოვიდონ-იოდის ანტისეპტიკი ჭრილობებისა და დამწვრობის დამუშავებისთვის. 20გრ.
პოვიდონ-იოდი (PVP-იოდი)
ბეტადინის მალამო
აქტიური ნივთიერება: პოვიდონ-იოდის (PVP-იოდი) 2 გ 20 გ ადვილად მოსაშორებელ მალამოში.
სხვა კომპონენტები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოლიეთილენგლიკოლი 400, 1000, 1500, 4000 და გამოხდილი წყალი.
ანტისეპტიკური საშუალება.
ელემენტარულ იოდს აქვს ძლიერი ჰერმიციდული ეფექტი. In vitro ექსპერიმენტებში ის სწრაფად ანადგურებს ყველა ბაქტერიას, სოკოებს, ვირუსებს და ზოგიერთ უმარტივეს ორგანიზმს.
ბეტადინის მალამო ფართო სპექტრის ანტისეპტიური საშუალებაა ადგილობრივი გამოყენებისათვის, ასევე ინფექციის პროფილაქტიკისათვის მცირე ზომის ჭრილობებისა და ნაკაწრების, მცირე დამწვრობებისა და მინიმალური ქირურგიული პროცედურების დროს.
პრეპარატი რეკომენდებულია კანის სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების, ასევე ნაწოლებისა და ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ.
საჭიროა პოვიდონ-იოდის რეგულარული გამოყენებისგან თავის შეკავება ორსული და მეძუძური ქალებისთვის, რადგან აბსორბირებული იოდი გადის პლაცენტარულ ბარიერს და შეიძლება გამოიყოს დედის რძით.
მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული დროით გამოყენების შემთხვევაში არასასურველი ეფექტები არ გამოვლენილა, საჭიროა სიფრთხილის დაცვა და მალამოს როგორც სამკურნალო ეფექტის სარგებლის, ისე აბსორბირებული პრეპარატის მიერ ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციასა და განვითარებაზე შესაძლო ზემოქმედების გათვალისწინება.
პოვიდონ-იოდი, ბეტადინის მალამოს აქტიური კომპონენტი, ძალიან კარგად აიტანება პაციენტების მიერ. ითვლება, რომ მას აქვს უფრო სუსტი გამაღიზიანებელი ეფექტი, ვიდრე იოდს, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი ფსორიაზისმაგვარი წითელი პატარა ბულოზური ელემენტების განვითარებით.
პოვიდონ-იოდის ხანგრძლივმა გამოყენებამ, ასევე მისმა წასმამ დიდი ზომის ჭრილობებზე ან მძიმე დამწვრობებზე, შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირების სიმპტომები.
შეინახეთ 15–25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.