ბეტადინი ხსნარი გარეგანი 10% 120მლ ფლაკონი #1
ბეტადინი ხსნარი გარეგანი 10%  120მლ ფლაკონი #1

ბეტადინი ხსნარი გარეგანი 10% 120მლ ფლაკონი #1

უნგრეთი

ეგისი
პროდუქტის შესახებ
ბეტადინი ხსანარი გარეგანი გამოყენებისათვის.
პრაპარატის აქტიური ნივთიერება: პოვიდონ-იოდი (პვპ-იოდი), ყოველ მილილიტრში 100 მგ (შესაბამება აქტიური იოდის 10 მგ-ს).
სხვა კომპონენტები: გლიცერინი, ნონოქსინოლი 9, ლიმონმჟავა, დინატრიუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პოვიდონ-იოდი (პვპ-იოდი) ანადგურებს მიკროორგანიზმებს. ის ეფექტურად მოქმედებს ბაქტერიების, სოკოების, სპორების, ვირუსების, უმარტივესების (ერთუჯრედიანი ორგანიზმები) წინააღმდეგ.
საიმედო დეზინფექცია ახდენს ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკას და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას.
მოქმედების ამ მექანიზმის წყალობით, რეზისტენტობა პრეპარატის მიმართ, ასევე, მეორადი რეზისტენტობა ხანგრძლივი გამოყენების დროს მოსალოდნელი არ არის.
პვპ-სთან კომპლექსის წარმოქმნის შედეგად იოდი უმეტესწილად კარგავს ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას, რაც დამახასიათებელია იოდის სპირტხსნარებისათვის და, ამიტომ კანი, ლორწოვანი გარსები და ჭრილობის მიდამოები კარგად იტანს მას.
ამავე დროს, იოდი უფერულდება, რის გამოც ყავისფერი შეფერვის ინტენსივობა პრეპარატის ეფექტურობის ინდიკატორია. გაუფერულების შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მრავალჯერადი წასმა.
პვპ-იოდი იხსნება წყალში და ადვილად იწმინდება.

ჩვენებები:
• ხელების დეზინფექცია და ლორწოვანი გარსების ანტისეპტიური დამუშავება, მაგალითად, ქირურგიულ ოპერაციამდე, გინეკოლოგიურ და სამეანო პროცედურებამდე, შარდის ბუშტის კათეტერიზაციამდე, ბიოფსიამდე, ინექციამდე, პუნქციამდე, სისხლის აღებამდე და, ასევე, პირველი დახმარების სახით ინფიცირებული მასალით შემთხვევითი დაბინძურების შემთხვევაში.
• ჭრილობების და დამწვრობების ანტისეპტიური დამუშავება.
• ხელების ჰიგიენური და ქირურგიული დეზინფექცია.
• ბეტადინის განზავებული ხსნარის გამოყენება შეიძლება ოფთალმოლოგიური ჩარევის დროს და ახალშობილების ოფთალმიის პროფილაქტიკისათვის.

უკუჩვენებები:
- მაღალი მგრძნობელობა იოდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ;
- ჰიპერთირეოზი ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების სხვა გამოხატული დარღვევები (ნიშნები: გულისცემის გახშირება, შფოთვა), ასევე, ჰიპერთირეოზის რადიაქტიური იოდით მკურანლობის შემდგომი პერიოდი მყარ გამოჯანმრთელებამდე.
- დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
- ახალშობილებისთვის და ბავშვებისთვის 6 თვემდე ასაკში პვპ-იოდის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების კონტროლი.ორსულობა და ძუძუთი კვება:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის 2 თვის შემდეგ და, ასევე, ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ჩვენებით და საჭიროებს დედის და ბავშვის ფარისებრი ჯირკვლის ფუქციაზე გულდასმით მეთვალღურებას.
ამ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე დროით.
იოდი გადის პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.მიღების წესი და დოზირება:
ბეტადინის ხსნარი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის გაზავებული და განუზავებელი სახით.
ხსნარი არ უნდა განზავდეს ცხელი წყლით. დასაშვებია ხანმოკლე შეთბობა სხეულის ტემპერატურამდე.
ხსნარი არ არის განკუთვნილი შიგნით მისაღებად.
კანის პრეოპერაციული დეზინფექციის დროს აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ავადმყოფის ქვეშ არ დარჩეს ხსნარის ზედმეტი რაოდენობა (კანის გაღიზიანების შესაძლებლობის გამო).გამოშვების ფორმა:
ხსნარი გამოდის პიპეტიან მწვანე ფერის პოლიეთილენის ფლაკონებში ტევადობით 30, 120 ან 1000 მლ. 30 და 120 მლ-ანი ფლაკონები გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 15რ-25რC-ზე!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ეგისი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
პოვიდონ იოდიდი
დოზა
10%
ფორმა
ხსნარი გარეგანი
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
120მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი