ბეტადინი მალამო 10% 20გრ ტუბი #1

ბეტადინი მალამო 10% 20გრ ტუბი #1

უნგრეთი

ეგისი
პროდუქტის შესახებ
აქტიური ნივთიერება: პოვიდონ-იოდის (პვპ-იოდი) 2გ ადვილად მოსაშორებელ 20 გ მალამოში.
სხვა კომპონენტები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოლიეთილენგლიკოლი 400, 1000, 1500, 4000 და გამოხდილი წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ელემენტარულ იოდს აქვს ძლიერი ჰერმიციდული ეფექტი. in vitro ექსპერიმენტებში ის სწრაფად ანადგურებს ყველა ბაქტერიას, სოკოებს, ვირუსებს და ზოგიერთ უმარტივეს ორგანიზმებს.

ჩვენებები:
ბეტადინი მალამო _ ფართო სპექტრის ანტისეპტიური საშუალებაა ადგილობრივი გამოყენებისათვის, ასევე, ინფექციის პროფილაქტიკისათვის მცირე ზომის ჭრილობების და ნაკაწრების, მცირე დამწვრობების და მინიმალური ქირურგიული პროცედურების დროს.
პრეპარატი რეკომენდირებულია კანის სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების, ასევე ნაწოლების და ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ.

უკუჩვენებები:
• ალერგია ან იოდზე შესაძლო ალერგია;
• უკუნაჩვენებია პრეპარატის რეგულარული გამოყენება ფარისებრი ჯირკვალის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებისათვის (კერძოდ, კოლოიდული კვანძოვანი ჩიყვით, ენდემური ჩიყვით და ჰაშიმოტოს თიროიდიტით).
• დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
• თერაპია და სცინტიგრაფია რადიოაქტიური იოდის გამოყენებით.ორსულობა და ძუძუთი კვება:
საჭიროა პოვიდონ-იოდის რეგულარული გამოყენებისგან თავის შეკავება ორსული და მეძუძური ქალებისათვის, რადგან აბსორბირებული იოდი გადის პლაცენტარულ ბარიერს და შეიძლება გამოიყოს დედის რძით. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული დროით გამოყენების შემთხვევაში არ გამოვლინდა არასასურველი ეფექტები, საჭიროა სიფრთხილის დაცვა და მალამოს როგორც სამკურნალო ეფექტის სარგებლის, ისე აბსორბირებული პრეპარატის მიერ ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციასა და განვითარებაზე შესაძლო ზემოქმედების გათვალისწინება.მიღების წესი და დოზირება:
• პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვისაა;
• ინფექციების სამკურნალოდ: უნდა იქნას წასმული 1 ან 2-ჯერ დღეში არაუმეტეს 14 დღისა.
• ინფექციების პროფილაქტიკისთვის: უნდა იქნას წასმული 1 ან 2-ჯერ კვირაში მანამ, სანამ საჭიროება მოითხოვს.
• დაზიანებული კანი უნდა გაიწმინდოს და გაშრეს. ბეტადინის მალამო უნდა იქნას წასმული დაზიანებულ ადგილას. დამუშავებული კანი შეიძლება დაიფაროს სახვევით.

გვერდითი ეფექტები:
პოვიდონ-იოდი, ბეტადინის მალამოს აქტიური კომპონენტი, ძალიან კარგად აიტანება პაციენტების მიერ. ითვლება, რომ მას აქვს უფრო სუსტი გამაღიზიანებელი ეფექტი, ვიდრე იოდს, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად: კონტაქტური დერმატიტი ფსორიაზისმაგვარი წითელი პატარა ბულოზური ელემენტების განვითარებით.
პოვიდონ-იოდის ხანგრძლივმა გამოყენებამ, ასევე, მისმა წასმამ დიდი ზომის ჭრილობებზე ან მძიმე დამწვრობებზე შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირების სიმპტომები.შენახვის პირობები:
შეინახეთ ტემპერატურაზე 15რ-25რС ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ეგისი
ქვეყანა
უნგრეთი
ჯენერიკი
პოვიდონ იოდიდი
დოზა
10%
ფორმა
მალამო
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
20გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი