ოტრივინის სპრეი მენთოლითა და ევკალიპტით ცხვირის გაჭედვას სწრაფად ხსნის და სიგრილის შეგრძნებას ტოვებს. სურდოსა და სინუსიტის დროს.
საერთაშორისო დასახელება: ქსილომეტაზოლინი
შემადგენლობა
1 მლ ხსნარი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი — 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, სორბიტოლი, დინატრიუმის ედეტატი, ლევომენთოლი (მენთოლი), ცინეოლი (ევკალიპტოლი), კრემოფორი RH 40, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
დეკონგესტანტი და სხვა ნაზალური პრეპარატები გარეგანი გამოყენებისთვის. სიმპათომიმეტიკები.
ჩვენებები
სხვადასხვა წარმოშობის რინიტი.
ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთების დროს დაგროვილი სეკრეტის გამოყოფის გასაადვილებლად.
დამხმარე თერაპიის სახით შუა ყურის ოტიტის დროს, ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად.
რინოსკოპიის ჩატარების გასაადვილებლად.
გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 3-ჯერ. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ. არ არის რეკომენდებული დღეში 3-ჯერ მეტჯერ გამოყენება.
რეკომენდებულია ბოლო შესხურების გამოყენება ძილის წინ.
არ გამოიყენოთ ოტრივინი 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, რადგან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება მედიკამენტოზური რინიტი გამოიწვიოს.
გამოყენების ინსტრუქცია
გამოყენებამდე საჭიროა ცხვირის ღრუს სათანადოდ გასუფთავება. მოხსენით დამცავი თავსახური. პირველი გამოყენების წინ რამდენჯერმე დააჭირეთ აპლიკატორს, სანამ სპრეის ნაკადი არ წარმოიქმნება. ამის შემდეგ სპრეი მზად არის შემდგომი გამოყენებისთვის.
თუ აპლიკატორზე მრავალჯერადი დაჭერის შემდეგ შესხურება არასრულია, მაგალითად, სპრეის გამოყენების დროებით შეწყვეტის შემდეგ, კვლავ დააჭირეთ აპლიკატორს 4-ჯერ.
მოათავსეთ ბუნიკი ნესტოში და სწრაფად დააჭირეთ აპლიკატორს ერთხელ, ამავდროულად ოდნავ შეისუნთქეთ. ეს ხელს შეუწყობს სპრეის ცხვირის ღრუში ოპტიმალურ განაწილებას. გამოყენების შემდეგ კვლავ დაახურეთ დამცავი თავსახური.
სიფრთხილის ზომები
ოტრივინი სიფრთხილით გამოიყენება:
არტერიული ჰიპერტენზიისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებში;
ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტისა და ფეოქრომოციტომის დროს;
წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს;
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ან ბოლო 14 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით.