ფენკაროლი 10მგ – ალერგიის საწინააღმდეგო ტაბლეტი, ნაკლებად ამძინარებელი. 20 ტაბლეტი შეფუთვაში.
ქვიფენადინი
ფენკაროლი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ქვიფენადინი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ფენკაროლი 10 მგ: მრგვალი ფორმის, თეთრი ან მოთეთრო ფერის, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტები ნაზოლითა და ჭდით ცალ მხარეს.
ფენკაროლი 25 მგ: მრგვალი ფორმის, თეთრი ან მოთეთრო ფერის, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტები ნაზოლით.
ფენკაროლი 50 მგ: მრგვალი ფორმის, თეთრი ან მოთეთრო ფერის, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტები ნაზოლით.
1 ტაბლეტი შეიცავს ქვიფენადინის ჰიდროქლორიდს – 10 მგ, 25 მგ ან 50 მგ.
ფენკაროლი 10 ან 25 მგ: დამხმარე ნივთიერებები – შაქარი, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი.
ფენკაროლი 50 მგ: დამხმარე ნივთიერებები – შაქარი, კარტოფილის სახამებელი, მოდიფიცირებული სიმინდის სახამებელი, კალციუმის სტეარატი.
სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის.
ათქ-კოდი: R06AX31.
პრეპარატი მიიღება პერორალურად უშუალოდ ჭამის შემდეგ.
ფენკაროლი 10 მგ:
2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზა შეადგენს 5 მგ-ს (ტაბლეტის ნახევარი) 2–3-ჯერ დღეში; 3-დან 7 წლამდე – 10 მგ-ს 2-ჯერ დღეში; 7-დან 12 წლამდე – 10–15 მგ-ს 2–3-ჯერ დღეში.
12 წლის ზემოთ ბავშვებში – 25 მგ 2–3-ჯერ დღეში. რეკომენდებული დღიური დოზა შეიძლება გაიყოს 4 მიღებაზე.
მკურნალობის კურსი შეადგენს 10–15 დღეს. საჭიროების შემთხვევაში კურსი მეორდება.
ფენკაროლი 25 მგ ან 50 მგ:
მოზრდილებში დოზა შეადგენს 25–50 მგ-ს 2–4-ჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 200 მგ-ს.
12 წლის ზემოთ ბავშვებში – 25 მგ 2–3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი შეადგენს 10–20 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება.
ფენკაროლი არ გამოიყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ფენკაროლი 10 მგ ტაბლეტები.
მიმდინარე დოზის გამოტოვების შემთხვევაში პრეპარატი მიღებულ უნდა იქნეს გახსენებისთანავე. თუმცა, თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვებული დოზა არ უნდა იქნას მიღებული.
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ფენკაროლმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, რომლებიც ყველა პაციენტში არ ვლინდება.
გვერდითი მოვლენები მითითებულია გამოვლინების სიხშირის მიხედვით:
ნერვული სისტემის მხრივ: არც ისე ხშირად – თავის ტკივილი, ძილიანობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – პირის სიმშრალე; არც ისე ხშირად – საჭმლის მონელების დარღვევები (გულისრევა, ღებინება), რომლებიც დოზის შემცირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას ქრება.
ისეთი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.