დორიტრიცინი - ტაბლეტის სახით, გამოიყენება გაციების და გრიპის სიმპტომების დროს. შეფუთვაში - 20 ცალი.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: 1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს: თიროთრიცინი 0.5 მგ; ბენზალკონიუმის ქლორიდი 1.0 მგ; ბენზოკაინი 1.5 მგ.
სხვა დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი (Ph. Eur), ტალკი, საქაროზის სტეარატი ტიპი III, ნატრიუმის საქარინი დიჰიდრატი, არომატიზატორი, პოვიდონი (K25), ნატრიუმის კარმელოზა (Ph. Eur).
ჩვენება:
პირის ღრუსა და ყელის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება.
უკუჩვენება:
არ გამოიყენოთ დორითრიცინი® ყელის ტაბლეტები ტყის კენკრა, თუ პაციენტს აქვს ალერგია თიროთრიცინის, ბენზალკონიუმის ქლორიდის, ბენზოკაინის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
დორითრიცინი® ყელის ტაბლეტები ტყის კენკრა არ უნდა იქნას გამოყენებული პირის ღრუს ან ყელის ღია ჭრილობების დროს.
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ კანის მომატებული მგრძნობელობის რეაქციებისადმი მიდრეკილება (კონტაქტური ალერგიული დერმატიტი), არ უნდა მიიღონ დორითრიცინი® ყელის ტაბლეტები ტყის კენკრა, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შესაძლო რისკის გამო.
ორსულობა და ლაქტაცია:
დორითრიცინი® ყელის ტაბლეტების ტყის კენკრას გამოყენებისას რაიმე მავნე გავლენა არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით და მხოლოდ ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის შემდეგ.
რეკომენდებული დოზირება:
დღეში რამდენჯერმე, ყოველ 2–3 საათში, 1–2 საწუწნი ტაბლეტი ნელა უნდა გადნეს პირის ღრუში.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაქრობიდან კიდევ ერთი დღის განმავლობაში.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.