ლიზობაქტი კომპლეტი ლიზოციმის შემცველი სპრეია ყელისა და პირის ღრუს ანთების დროს. მარტივად გამოსაყენებელია. მიიღე სახლში მიწოდებით.
Lysozyme + Cetylpyridinium + Lidocaine
ლიზობაქტი კომპლეტი, სპრეი
ლიზოციმის ჰიდროქლორიდი + ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი + ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.
სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ადგილობრივი გამოყენების სპრეის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები:
ლიზოციმის ჰიდროქლორიდი — 20.0 მგ (შეესაბამება 800,000 FIP ერთეულს);
ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი — 1.50 მგ;
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი — 0.50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი 85%, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, პიტნის არომატიზატორი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, წყალი.
უფერო ან ღია მოყვითალო ხსნარი პიტნის არომატით.
ანტისეპტიკები.
პირის ღრუსა და ხახის ინფექციური და ანთებითი დაავადებები:
პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებითი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა, როგორიცაა გინგივიტი (ღრძილების დაავადება), სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება) და აფთები (პირის ლორწოვანზე მცირე ზომის წყლულები);
ყელის ტკივილის, ყლაპვის გაძნელების, ხახისა და ხორხის ანთების დროს — კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში;
ტონზილექტომიის, ხორხზე ქირურგიული ჩარევის, წინასაოპერაციო და პოსტოპერაციულ პერიოდში, ტრავმისა და აბსცესის დროს, ასევე კბილის ამოღების შემდეგ — ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
მომატებული მგრძნობელობა ქათმის კვერცხის ცილის მიმართ;
6 წლამდე ასაკი.
რეკომენდებულია, რომ თითოეული ფლაკონი მხოლოდ ერთმა პაციენტმა გამოიყენოს.
პირველ გამოყენებამდე მოხსენით დოზატორს პლასტიკური დამცავი. შემდეგ მსუბუქი ზეწოლით დაამაგრეთ დისპენსერი დოზატორზე. დისპენსერის გვერდზე გადაადგილება შესაძლებელია, რაც სპრეის პირის ღრუს ლორწოვანზე თანაბრად განაწილების საშუალებას იძლევა.
დისპენსერი ფლაკონის მიმართ მართი კუთხით უნდა აიწიოს.
სპრეის პირველად გამოყენებამდე რამდენჯერმე დააჭირეთ გამააქტიურებელს, რათა შესხურება თანაბარი გახდეს.
პაციენტმა ფართოდ უნდა გააღოს პირი, მიმართოს დისპენსერი დაზიანებული ადგილისკენ და რეკომენდებული დოზის შესაბამისად რამდენჯერმე დააჭიროს გამააქტიურებელს.
შესხურების დროს პაციენტმა უნდა შეიკავოს სუნთქვა. პროდუქტი არ უნდა გადაიყლაპოს.
გამოყენების შემდეგ დისპენსერი დახარეთ, რათა დაიბლოკოს და თავიდან აიცილოთ შემთხვევითი შესხურება.
მოზრდილები და 6 წლის ასაკიდან ბავშვები:
ერთჯერადი დოზის მისაღებად გამააქტიურებელს ხუთჯერ უნდა დააჭიროთ. პროცედურა შეიძლება განმეორდეს დღეში 3–6-ჯერ, სულ მცირე 2-საათიანი ინტერვალებით.
ერთი აქტივაციისას გამოიყოფა 0.20 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს:
ლიზოციმს — 4 მგ;
ცეტილპირიდინიუმს — 0.3 მგ;
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს — 0.1 მგ.
6 წლამდე ასაკის ბავშვები: ლიზობაქტი კომპლეტი სპრეი არ არის განკუთვნილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
თერაპიული ჩვენებებიდან გამომდინარე, პრეპარატის გამოყენება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში რეკომენდებული არ არის.