სუპრასტინი 20მგ/მლ #5ამპ – ქლოროპირამინი ალერგიული რეაქციების, ანაფილაქსიისა და ქავილის სამკურნალოდ. ყიდვა ფარმადეპოდან.
საერთაშორისო დასახელება:
Chloropyramine hydrochloride
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ალერგოლოგია → ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები → სისტემური მოქმედების მედიკამენტები → პირველი თაობის პრეპარატები.
შემადგენლობა:
სუპრასტინი® საინექციო ხსნარი:
ყოველი 1 მლ ამპულა შეიცავს ქლორპირამინის ჰიდროქლორიდის 20 მგ-ს.
ქლორპირამინის ჰიდროქლორიდის გარდა, საინექციო ხსნარი შეიცავს საინექციო წყალს.
ხსნარი განკუთვნილია კუნთებში ინექციისთვის. მწვავე და მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ვენაში შეყვანა.
ჩვენებები:
ალერგიული დაავადებები, მაგალითად:
სეზონური ალერგიული რინიტი;
კონიუნქტივიტი;
ჭინჭრის ციება;
დერმოგრაფიზმი;
კონტაქტური დერმატიტი;
საკვებისმიერი და წამლისმიერი ალერგია;
ალერგია მწერის ნაკბენზე;
კანის ქავილი.
სისტემური ანაფილაქსიური რეაქციისა და ანგიონევროზული შეშუპების ადიუვანტური თერაპია.
პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა მისი სედატიური გვერდითი ეფექტის გათვალისწინება.
მიღების წესები და დოზები:
მოზრდილებში:
რეკომენდებული დღიური დოზაა 1-2 ამპულა კუნთებში.
ბავშვებში:
რეკომენდებული საწყისი დოზა:
1-12 თვის ასაკში: ¼ ამპულა კუნთში;
1-6 წლის ასაკში: ½-1 ამპულა კუნთებში.
დოზის მომატება შესაძლებელია სიფრთხილით, პაციენტის რეაქციისა და გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით, თუმცა დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ/კგ სხეულის წონაზე.
ანაფილაქსიური შოკის ან მწვავე, მძიმე ალერგიული რეაქციის დროს რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ფრთხილი, ნელი ინექციით ვენაში, შემდეგ კი ინექციების გაგრძელება კუნთებში ან პრეპარატის პერორალური მიღება.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:
ხანდაზმული და დასუსტებული ავადმყოფები:
სუპრასტინის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რადგან ამ პაციენტებში ანტიჰისტამინური პრეპარატები ხშირად იწვევს გვერდით ეფექტებს (თავბრუსხვევა, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება პრეპარატის აქტიური კომპონენტის მეტაბოლიზმის დაქვეითების გამო ღვიძლის დაავადებების დროს.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების რეჟიმის შეცვლა და დოზის შემცირება, რადგან აქტიური კომპონენტი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა.
გვერდითი მოვლენები:
სუპრასტინის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ცენტრალური ნერვული სისტემა:
სედატიური ეფექტი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ატაქსია, ნერვული აგზნება, ტრემორი, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, ეიფორია, ენცეფალოპათია, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა:
ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი:
ეპიგასტრიუმში არასასიამოვნო შეგრძნებები, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ფაღარათი, მადის დაკარგვა ან მომატება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
კანი და შემაერთებელი ქსოვილი:
სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სისხლმბადი სისტემა:
იშვიათად — ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, სისხლის სისტემის სხვა დარღვევები.
სხვა:
დიზურია, შარდის შეკავება, მიოპათია, თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომის შეტევა, ფოტოსენსიბილიზაცია.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ;
ასთმის მწვავე შეტევა;
არ გამოიყენება დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში;
ორსულებსა და მეძუძურ დედებში.