აქვა მარისი ბეიბი ადრიატიკის ზღვის წყლით ბავშვის ცხვირს ნაზად წმენდს და ატენიანებს. ნაზი ალტერნატივა ბავშვის ცხვირის წვეთებს ყოველდღიური მოვლისთვის.
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ინტენსიური სანაცია (გამორეცხვა)”
შემადგენლობა:
NaCl — არანაკლებ 9 გ/ლ.
100 მლ შეიცავს:
ზღვის წყალი — 27.1 ± 3.0 მლ;
გასუფთავებული წყალი — 100 მლ-მდე.
ხსნარის შემადგენლობაში შემავალი ადრიატიკის ზღვის წყალი შეიცავს Cl⁻, Na⁺, SO₄²⁻, Mg²⁺, Ca²⁺, K⁺, HCO₃⁻ და Br⁻ იონებს, აგრეთვე მიკროელემენტებს, როგორიცაა თუთია, სელენი, იოდი, რკინა, მანგანუმი და სხვ.
არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და კონსერვანტებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ლორწოვან გარსზე დატანისას ზღვის წყლის იზოტონური ხსნარი ხელს უწყობს მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენას, ლორწოს გათხელებასა და ლორწოვანი გარსის შემადგენელი ფიალისებური უჯრედების მიერ მისი გამომუშავების ნორმალიზებას.
ხსნარის ნაკადი წნევის ქვეშ საფუძვლიანად რეცხავს ცხვირისა და ცხვირ-ხახის ყველა ნაწილს და აქტიურად ათავისუფლებს მათ ჭარბი ლორწოსგან, ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, უცხო სხეულებისგან, მათ შორის ალერგენებისგან, და სქელი ექსუდატისგან (ქერქებისგან).
გამოყენების ჩვენებები:
ცხვირის ღრუს, ცხვირის დანამატი წიაღებისა და ცხვირ-ხახის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების კომპლექსური მკურნალობა (ინფექციური და ალერგიული):
მწვავე და ქრონიკული რინიტი;
მწვავე და ქრონიკული სინუსიტი;
მწვავე და ქრონიკული ადენოიდიტი;
ალერგიული და ვაზომოტორული რინიტი;
მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების (მრვი) კომპლექსური მკურნალობა;
ყოველდღიური გამოყენება მრვი-ისა და გრიპის ეპიდემიის პერიოდში.
ცხვირის ღრუს მოვლა:
ცხვირის ღრუზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ;
მიკროორგანიზმების, უცხო სხეულების, ალერგენების, მტვრისა და მცენარეული მტვრის ნაწილაკების მოცილება;
ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის მომზადება სამკურნალო საშუალებების დასატანად;
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენებისას.
გამოყენების წესი:
ინტრანაზალურად (ცხვირში გამოსაყენებლად).
1–2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში რამდენჯერმე (2–6-ჯერ დღეში) ან საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად.
გამოყენების კურსის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის.
გამოყენების ინსტრუქცია:
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ბეიბი (საბავშვო). ინტენსიური სანაცია”
გამოიყენება ჩვილებში 3 თვის ასაკიდან.
ადრეული ასაკის ბავშვებში ცხვირის გამორეცხვა ხდება მწოლიარე მდგომარეობაში. საჭიროა ბავშვის თავის გვერდზე შებრუნება. ფლაკონის გამომფრქვევი უნდა მოთავსდეს ზემოთ მოქცეულ ნესტოში. გამორეცხვა უნდა მოხდეს რამდენიმე წამის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში პროცედურა უნდა განმეორდეს. იგივე უნდა გაკეთდეს მეორე ნესტოში.
ცხვირის ღრუს გამოსარეცხი და დასატენიანებელი საშუალება „აქვა მარისი ნორმი. ინტენსიური სანაცია”
გამოიყენება 6 თვის ასაკიდან ბავშვებსა და მოზრდილებში.
საჭიროა თავის გვერდზე გადახრა. ფლაკონის გამომფრქვევი უნდა მოთავსდეს ზემოთ მოქცეულ ნესტოში. გამორეცხვა უნდა მოხდეს რამდენიმე წამის განმავლობაში. შემდეგ საჭიროა ცხვირის მოხოცვა. საჭიროების შემთხვევაში პროცედურა უნდა განმეორდეს. იგივე პროცედურა უნდა ჩატარდეს მეორე ნესტოშიც.
პრეპარატი თავსებადია სურდოს სამკურნალო ნებისმიერ საშუალებასთან.
უკუჩვენებები:
უკუჩვენებები გამოვლენილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
დასაშვებია გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენების შემთხვევაში გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
50 მლ, 125 მლ ან 150 მლ ხსნარი წნევის ქვეშ მოთავსებულ მეტალის ფლაკონში. ერთი ფლაკონი გამომფრქვევითა და პლასტმასის ხუფით, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის ზომები:
ფლაკონი წნევის ქვეშაა: სითბოს ზემოქმედებით შესაძლოა აფეთქდეს. დაუშვებელია ფლაკონის გახვრეტა ან დაწვა, თუნდაც გამოყენების შემდეგ.
შენახვის წესი:
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 ± 10°C ტემპერატურის, 45–80% ტენიანობისა და 84–106.7 კპა წნევის პირობებში.
ინახება სითბოს წყაროებისგან, ცხელი ზედაპირებისგან, ნაპერწკლებისგან, ღია ცეცხლისა და აალების ნებისმიერი სხვა წყაროსგან მოშორებით. დაუშვებელია მის სიახლოვეს მოწევა. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან.