აქვა მარისი წვეთები ცხვირის 10მლ ფლაკონი #1
აქვა მარისი წვეთები ცხვირის 10მლ ფლაკონი  #1

აქვა მარისი წვეთები ცხვირის 10მლ ფლაკონი #1

ხორვატია

იადრან-გალენსკი

აქვამარისი წვეთები ეხმარება ბავშვის ცხვირის გაწმენდაში, ამცირებს გაღიზიანებას და უზრუნველყოფს სუფთა სუნთქვას.

პროდუქტის შესახებ

საერთაშორისო დასახელება

ზღვის წყალი

მოქმედი ნივთიერება

ზღვის წყალი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით. სტერილიზებული ზღვის წყალი, იზოტონურ მდგომარეობამდე მორგებული, უზრუნველყოფს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.

პრეპარატი ხელს უწყობს ლორწოს გათხიერებას და მისი გამომუშავების ნორმალიზებას ლორწოვან გარსში. შემადგენლობაში არსებული მიკროელემენტები აუმჯობესებენ მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას, რაც აძლიერებს ცხვირის ლორწოვანი გარსის წინააღმდეგობას ბაქტერიებისა და ვირუსების მიმართ. პრეპარატი ასევე ჩამორეცხავს ქუჩისა და ოთახის მტვერს, ალერგენებსა და ჰაპტენებს ცხვირის ლორწოვან გარსიდან, რის შედეგადაც მცირდება ადგილობრივი ანთებითი პროცესი.

ჩვენებები

  • ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესება

  • ადენოიდიტები ბავშვებში

  • ცხვირის ღრუსა და ცხვირხახის მწვავე და ქრონიკული დაავადებები

  • პოსტოპერაციული პერიოდი ცხვირზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ

  • ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები ბავშვებსა და მოზრდილებში (მხოლოდ მათთვის, ვისაც აღენიშნებათ წამლების მიმართ მომატებული მგრძნობელობა)

  • ცხვირის ინფექციების პროფილაქტიკა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში

  • ზედა სასუნთქი გზების დაცვა მუდმივი მავნე ზემოქმედებისგან (მატარებელში, ავტოტრანსპორტში, მტვრის გარემოში მომუშავეები)

  • ცხვირის ღრუს ლორწოვანის თვისებების შენარჩუნება

გამოყენება

ბავშვებისთვის 1 წლიდან:

  • სამკურნალოდ: 2 წვეთი თითოეულ ნესტოში 4-ჯერ დღეში

  • პროფილაქტიკისთვის: 1–2 წვეთი თითოეულ ნესტოში 2–3-ჯერ დღეში

მკურნალობის კურსი: 2–4 კვირა. რეკომენდებულია კურსის გამეორება 1 თვის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი არ შეიცავს სინთეზურ დანამატებს ან კონსერვანტებს. შესაძლებელია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად რინიტების მკურნალობისას.

მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
იადრან-გალენსკი
ქვეყანა
ხორვატია
ჯენერიკი
ნიტროფურალი+ზღვის წყალი /იზოტონური/
ფორმა
წვეთები ცხვირის
შეფუთვა
ფლაკონი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
10მლ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და პრეტენზიების შემთხვევაში მოგვმართეთ მეილზე:pharmacovigilance@gepha.com
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი