ბისაკოდილი 5მგ – ლაქსატივი ეპიზოდური ყაბზობის დროს, აძლიერებს ნაწლავის მოძრაობას. 40 ტაბლეტი.
Bisacodyl
Bisacodyl 5 მგ
პრეპარატი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ბისაკოდილს.
5 მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი.
საფაღარათო საშუალება.
ყაბზობა, გამოწვეული მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიით ან სუსტი პერისტალტიკით (კერძოდ, ხანდაზმულ პაციენტებში, ოპერაციისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში).
კუჭის მოქმედების რეგულირება ბუასილის, პროქტიტის, ანალური ნახეთქების დროს.
ქირურგიული ოპერაციების, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკვლევებისთვის მომზადება.
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 5–15 მგ.
6–12 წლის ბავშვებში – 5 მგ.
6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის მიმართეთ ექიმს.
მიღების სიხშირე – დღეში ერთხელ, ძილის წინ ან დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ბისაკოდილი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
შესაძლოა კოლიკისმაგვარი ტკივილი მუცლის არეში, დიარეა.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების დროს.
არ შეიძლება ბისაკოდილის ხანგრძლივად გამოყენება.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება რძესთან და ტუტე მინერალურ წყალთან ერთად.
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
„მეიჯორ ფარმაცეუთიქალს“, აშშ
„მეიჯორ ფარმაცეუთიქალს“, აშშ