ცელესტოდერმი-V გარამიცინით – კორტიკოსტეროიდისა და ანტიბიოტიკის მალამო კანის ანთებაზე. 30გრ ტუბი.
ბეტამეთაზონი, გენტამიცინი
ცელესტოდერმი-V გარამიცინით
დერმატოლოგია → ანთების საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებები → გლუკოკორტიკოიდული საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის;
დერმატოლოგია → ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედების საშუალებები.
მოქმედი ნივთიერებები: ბეტამეთაზონი, გენტამიცინი.
1 გრამი მალამო შეიცავს 1 მგ ბეტამეთაზონის ეკვივალენტურ ბეტამეთაზონის ვალერატს და 1 მგ გენტამიცინის ეკვივალენტურ გენტამიცინის სულფატს.
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი, მინერალური ზეთი.
მალამო.
დერმატოლოგიაში გამოსაყენებელი კორტიკოსტეროიდები. კორტიკოსტეროიდები ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. ბეტამეთაზონი ანტიბიოტიკებთან.
ATC კოდი: D07CC01.
დერმატოზები, რომლებიც გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობას ექვემდებარება მეორადი ინფექციით გართულების ან გართულების საეჭვო შემთხვევის დროს, რომელიც გამოწვეულია გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:
კანის დადგენილი ინფექციები (ვირუსული, ბაქტერიული, მათ შორის ტუბერკულოზური, მწვავე სოკოვანი), აკნე.
პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
მთელ დაზიანებულ უბანზე მალამოს უსვამენ თხელ ფენად დღეში ორჯერ — დილით და საღამოს.
პრეპარატის წასმის სიხშირე ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება. მსუბუქ შემთხვევებში გამოიყენება დღე-ღამეში ერთხელ, შედარებით მძიმე დაზიანებების დროს შესაძლებელია უფრო ხშირი გამოყენების საჭიროება.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიდიდესა და ლოკალიზაციაზე, ასევე პაციენტის მხრიდან მკურნალობაზე გამოვლენილ პასუხზე. თუ კლინიკური გაუმჯობესება 3–4 კვირის განმავლობაში არ აღინიშნება, დიაგნოზი უნდა გადაიხედოს.
პრეპარატით მკურნალობისას გვერდითი რეაქციები ძალიან იშვიათად ვლინდება და მოიცავს მომატებულ მგრძნობელობას, გამონაყარსა და კანის პიგმენტაციას.
ხანგრძლივი და/ან მაღალი დოზებით გამოყენებისას, დაზიანებულ უბნებზე წასმის დროს შესაძლებელია ისეთი ეფექტების განვითარება, როგორიცაა კანის ატროფიული ცვლილებები, ტელეანგიექტაზიები, სტრიები, სტეროიდული აკნე, როზაცეა, ასევე პერიორალური დერმატიტი და ჰიპერტრიქოზი.
გასათვალისწინებელია სისტემური ეფექტების (ჰიპოკორტიციზმი, დიაბეტი, ოსტეოპოროზი) განვითარების შესაძლებლობა.
გენტამიცინით მკურნალობას შესაძლოა ახლდეს კანის დროებითი გაღიზიანება (ერითემა და ქავილი), რაც, ჩვეულებრივ, მკურნალობის შეწყვეტას არ მოითხოვს.
ოკლუზიური ნახვევების ქვეშ ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი რეაქციები: წვის შეგრძნება, ქავილი, გაღიზიანება, კანის სიმშრალე, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, აკნესებური გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი და ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები და ნაოფლი გამონაყარი.