ქსილაზოლი სპრეი ლორწოვანის შეშუპებას ამცირებს, დექსპანთენოლი კი მას იცავს და ამშვიდებს. საბავშვო დოზირება გაჭედილი ცხვირისთვის.
საერთაშორისო დასახელება: დექსპანთენოლი, ქსილომეტაზოლინი
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი — 0.5 მგ
დექსპანთენოლი — 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატ ჰეპტაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ მონოჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი — 1 მგ
დექსპანთენოლი — 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატ ჰეპტაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ მონოჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შეშუპების საწინააღმდეგო და ადგილობრივი გამოყენების სხვა პრეპარატები ცხვირის ღრუს დაავადებების დროს. ქსილომეტაზოლინი სხვა საშუალებებთან კომბინაციაში.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს რინიტი, მწვავე ალერგიული რინიტის, ვაზომოტორული რინიტის, სინუსიტისა და შუა ყურის ანთების დროს (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად). ასევე გამოიყენება რინოსკოპიის ჩატარების გასაადვილებლად და ცხვირის ღრუს არეში ქირურგიული ჩარევის შემდეგ ცხვირით სუნთქვის აღსადგენად.
გამოყენების წესი და დოზები
ინტრანაზალური გამოყენებისთვის.
ქსილაზოლი, ცხვირის სპრეი ბავშვებისათვის
პრეპარატი გამოიყენება 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. რეკომენდებული დოზაა ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში, დღეში არაუმეტეს 3-ჯერ. დოზირება დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და კლინიკურ რეაქციაზე.
ქსილაზოლი, ცხვირის სპრეი
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებსა და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. რეკომენდებული დოზაა ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში, დღეში არაუმეტეს 3-ჯერ. დოზირება დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და კლინიკურ რეაქციაზე.
ქსილაზოლის გამოყენება არ უნდა გაგრძელდეს 7 დღეზე მეტხანს. განმეორებითი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ. ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გამოყენების წესი
მოხსენით გამფრქვეველს დამცავი თავსახური. სპრეის პირველად გამოყენებამდე რამდენჯერმე დააჭირეთ გამფრქვეველს, სანამ პრეპარატი თანაბრად არ გამოიფრქვევა. შემდგომი გამოყენებისას ფლაკონი მზად არის გამოსაყენებლად.
გამოყენებამდე გაისუფთავეთ ცხვირი და შეიყვანეთ გამფრქვეველი ნესტოში. ფლაკონი უნდა დაიჭიროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. შესხურებისას რეკომენდებულია ცხვირით მსუბუქი შესუნთქვა. გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ გამფრქვეველი და დააფარეთ დამცავი თავსახური.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
მშრალი რინიტი;
თავის ტვინის გარსებზე ქირურგიული ჩარევა (ანამნეზში);
2 წლამდე ასაკი (ცხვირის სპრეი ბავშვებისათვის);
6 წლამდე ასაკი (ცხვირის სპრეი).