ტობრექსი 0.3% – ტობრამიცინის ანტიბაქტერიული წვეთები თვალის ინფექციების სამკურნალოდ. 5მლ ფლაკონი.
ტობრამიცინი
ტობრექსი
ოფთალმოლოგია → ბაქტერიების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → ანტიბიოტიკები
მინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.
თვალის წვეთები 0.3%: ფლაკონში 5 მლ.
1 მლ შეიცავს:
თვალის მალამო 0.3%: ტუბში 3.5 გ.
1 გ შეიცავს:
მედიკამენტის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული თვალის დაავადებები.
პრეპარატის გამოყენებას თან უნდა ახლდეს შესაბამისი დაკვირვება ბაქტერიათა მგრძნობელობაზე.
კლინიკური კვლევებით დადასტურდა, რომ ტობრამიცინის გამოყენება ბავშვებში უსაფრთხოა და ეფექტური.
ხსნარი
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადების შემთხვევაში — 1–2 წვეთი დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) ყოველ ოთხ საათში ერთხელ.
მწვავე ინფექციური დაავადებების შემთხვევაში — 2 წვეთი ყოველ საათში ერთხელ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რის შემდეგ პრეპარატის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს სრულ შეწყვეტამდე.
მალამო
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადებების დროს მალამო უნდა წაისვას დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) 2–3-ჯერ დღეში.
მძიმე ინფექციური დაავადების შემთხვევაში — დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) ყოველ 3–4 საათში ერთხელ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რის შემდეგ პრეპარატის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს სრულ შეწყვეტამდე.
მალამოსა და წვეთების გამოყენება შესაძლებელია ერთად.
ყველაზე გავრცელებულ არასასურველ რეაქციას წარმოადგენს თვალის ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობა, რომელიც გამოიხატება ქუთუთოს ჰიპერემიითა და შეშუპებით, აგრეთვე კონიუნქტივის ერითემით. ანალოგიური რეაქციები ვითარდება სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაშიც.
სხვა გვერდითი მოვლენები ტობრექსის გამოყენებისას არ აღინიშნება.
ადგილობრივ გამოყენებასთან ერთად, სხვა ამინოგლიკოზიდების სისტემური მიღებისას საჭიროა მათი შემცველობის კონტროლი სისხლის პლაზმაში.
კლინიკური კვლევების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ტობრექსის ოფთალმოლოგიური მალამო გვერდით მოვლენებს იწვევს გაცილებით ნაკლები რაოდენობის პაციენტებში (3.7%), ვიდრე გენტამიცინის ოფთალმოლოგიური მალამო (10.6%).
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ დადასტურდა პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება. ორსულებში ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.