ლინექსი - კაფსულის სახით, გამოიყენება საჭმლის მონელების პრობლემების დროს. შეფუთვაში - 16 ცალი.
საერთაშორისო დასახელება:
Bifidobacterium infantis, Lactobacillus acidophilus, Enterococcus faecium
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს არანაკლებ 1,2 × 10⁷ ცოცხალ ლიოფილიზირებულ ბაქტერიას:
ბაქტერიები მდგრადია ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიმართ.
შემავსებლები:
კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი:
ჟელატინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ტიტანის დიოქსიდი (E171).
მოქმედება:
ლინექსის შემადგენლობაში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და რეგულირებას.
ჩვენებები:
ლინექსი რეკომენდებულია ნაწლავის მიკროფლორის დარღვევის — დისბაქტერიოზის — მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.
დისბაქტერიოზი შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:
უკუჩვენებები:
არ მიიღოთ ლინექსი, თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან რძის პროდუქტების მიმართ.
უსაფრთხოების ზომები:
ლინექსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:
ლინექსის გამოყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში სამედიცინო კონტროლის გარეშე არ არის რეკომენდებული.
დიარეის მკურნალობისას აუცილებელია დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების შევსება.
მიღების წესი და დოზირება:
ჩვილები და 2 წლამდე ასაკის ბავშვები:
1 კაფსულის შემცველობა დღეში 3-ჯერ, საკვების მიღების შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით.
2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:
1–2 კაფსულის შემცველობა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით.
თუ ბავშვს არ შეუძლია კაფსულის მთლიანად გადაყლაპვა, საჭიროა მისი გახსნა და შიგთავსის მცირე რაოდენობის სითხეში (ჩაი, წვენი ან შაქრიანი წყალი) შერევა.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
2 კაფსულა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის გამომწვევ მიზეზზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
არასასურველი ეფექტები:
ლინექსი კარგად გადაიტანება. არასასურველი ეფექტების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
გაფრთხილება:
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ლინექსსა და სხვა მედიკამენტებს შორის არასასურველი ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
პრეპარატის შემადგენლობა საშუალებას იძლევა მისი ერთდროული გამოყენება ანტიბიოტიკებთან და ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.