სორბიფერ დურულესი - ტაბლეტის სახით, გამოიყენება სისხლმბადი სისტემის დაავადებების დროს. შეფუთვაში - 50 ცალი.
FERROUS SULFATE; ASCORBIC ACID
რკინის სულფატი + ასკორბინის მჟავა
ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატი.
შემოგარსული ტაბლეტები. შეფუთვაში: 30 ან 50 ტაბლეტი.
1 ტაბლეტი შეიცავს:
დამხმარე ნივთიერებები:
პოვიდონი, პოლიეთილენის ფხვნილი, კარბომერი 934P, მაგნიუმის სტეარატი, მყარი პარაფინი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი.
მოზრდილები და მოზარდები:
რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულებისთვის:
ორსულობის დროს:
ტაბლეტი არ შეიძლება გაიყოს ან დაიღეჭოს. იგი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად და დააყოლოთ არანაკლებ ნახევარი ჭიქა სითხე. არ შეიძლება ტაბლეტის მიცემა ავადმყოფისთვის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჰემოგლობინის ოპტიმალური დონის მიღწევამდე. რკინის მარაგების სრულად შესავსებად შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის გაგრძელება კიდევ 2 თვის განმავლობაში. ინდივიდუალური ხანგრძლივი თერაპია (მუდმივი ან შესვენებებით) ხშირად ნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ რკინის მნიშვნელოვანი რეგულარული დანაკარგი (მაგალითად, უხვი მენსტრუაციის დროს).
სორბიფერ დურულესის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
სორბიფერ დურულესი არ მოქმედებს ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ან ეს გავლენა უმნიშვნელოა.