საერთაშორისო დასახელება
Xylometazoline Hydrochloride + Dexpanthenol
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
- ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი – 1 მგ
- დექსპანტენოლი – 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
დინატრიუმის ჰიდროფოსფატ ჰეპტაჰიდრატი, დიჰიდროფოსფატ მონოჰიდრატი, ბენზალკონის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება:
- მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს რინიტის ნიშნებით;
- მწვავე ალერგიული რინიტის დროს;
- ვაზომოტორული რინიტის დროს;
- სინუსიტის დროს;
- შუა ყურის ანთების დროს (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, ცხვირ-ხახის ლორწოვანის შეშუპების შემცირების მიზნით);
- რინოსკოპიის ჩატარების გასაადვილებლად;
- ცხვირის ღრუს არეში ქირურგიული ჩარევის შემდეგ ცხვირით დარღვეული სუნთქვის აღსადგენად.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი გამოიყენება ინტრანაზალურად.
მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:
- თითოეულ ნესტოში 1 შესხურება, დღეში არაუმეტეს 3-ჯერ.
დოზირება დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და კლინიკურ რეაქციაზე.
ქსილაზოლის გამოყენება არ უნდა გაგრძელდეს 7 დღეზე მეტხანს. განმეორებითი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ.
ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობის შესახებ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
გამოყენების წესი
- გამფრქვევიდან მოხსენით დამცავი თავსახური.
- სპრეის პირველ გამოყენებამდე რამდენჯერმე დააჭირეთ გამფრქვევს, სანამ პრეპარატი თანაბრად არ გამოიფრქვევა.
- შემდგომი გამოყენებისას ფლაკონი მზად არის გამოსაყენებლად.
- გამოყენებამდე გაისუფთავეთ ცხვირი.
- შეიყვანეთ გამფრქვევი ნესტოში.
- ფლაკონი უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში.
- შესხურების დროს რეკომენდებულია ცხვირით მსუბუქი შესუნთქვა.
- გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ გამფრქვევი და დააფარეთ დამცავი თავსახური.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.