ორონორმი - 25მლ დოზის სპრეის სახით, გამოიყენება გაციების და გრიპის სიმპტომების დროს. შეფუთვაში - 1 ცალი.
საერთაშორისო დასახელება:
Benzocaine, Benzydamine hydrochloride, Cetalkonium chloride
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ოტორინოლარინგოლოგია → ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკრობული საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები → კომბინირებული შემადგენლობის სხვა პრეპარატები.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
100 მლ ხსნარი შეიცავს:
• ბენზოკაინი – 1.5 გ;
• ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი – 0.15 გ;
• ცეტალკონიუმის ქლორიდი – 0.0413 გ.
დამხმარე ნივთიერებები:
• გლიცეროლი 87%;
• ეთანოლი 96%;
• ნატრიუმის საქარინი;
• ალუბლის არომატიზატორი;
• გამოხდილი წყალი.
ჩვენებები:
ორონორმი სპრეი გამოიყენება ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგოდ შემდეგ შემთხვევებში:
• გინგივიტი;
• ფარინგიტი და ტონზილიტი;
• ტონზილექტომიამდე და მის შემდეგ;
• კბილის ექსტრაქციისა და სხვა სტომატოლოგიური ოპერაციების დროს;
• პირის ღრუსა და ხახის ანთებითი დაავადებები;
• პირის ღრუსა და ხახის ინფექციური დაავადებები;
• პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულები (მაგალითად, აფთოზური წყლულები).
ორონორმი ასევე გამოიყენება როგორც პირის ღრუს არომატიზატორი და პროფილაქტიკური ანტისეპტიკური საშუალება პირის ღრუს პათოგენური მიკროორგანიზმებისგან გასაწმენდად.
მიღების წესები და დოზები:
ყოველი გამოყენების წინ ბალონი უნდა შეინჯღრეს.
მოზრდილები:
2 შესხურება ყოველ 2-3 საათში (არაუმეტეს 16 შესხურებისა 24 საათის განმავლობაში).
ბავშვები:
1 შესხურება ყოველ 2-3 საათში (არაუმეტეს 8 შესხურებისა 24 საათის განმავლობაში).
ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება არ არის რეკომენდებული ყლაპვის შესაძლო გაძნელების გამო.
გვერდითი მოვლენები:
არ არის დადგენილი.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
• უნდა მოერიდოთ სპრეის თვალში მოხვედრას;
• პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული საკვების მიღება;
• ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და ხანდაზმული პაციენტებისთვის;
• არ არის რეკომენდებული საკვების მიღება და საღეჭი რეზინის გამოყენება მაშინ, როდესაც პირის ღრუ ანესთეზირებულია, რადგან ენისა და ლორწოვანი გარსის დაბუჟებამ შესაძლოა გამოიწვიოს პირის ღრუს ტრავმა ღეჭვის დროს.