სიმბავიტი სიროფი ვიტამინებს, თუთიას, სელენსა და ბეტა გლუკანს აერთიანებს. ეხმარება იმუნიტეტს ხშირი ვირუსების სეზონში და მადის დაქვეითებისას.
კომბინირებული მედიკამენტი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → ვიტამინური კომპლექსები → ვიტამინების კომპლექსები მიკროელემენტებით
შემადგენლობა
ყოველი 10 მლ სიროფი შეიცავს:
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, შაქარი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის კონცენტრატი, არაბული გუმფისი, ქსანტანის გუმფისი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმნის არომატიზატორი, ფორთოხლის არომატიზატორი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, კრემოფორი RH 40.
ფარმაკოლოგიური დახასიათება
სიმბავიტი მაღალეფექტური ვიტამინებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტების სრულყოფილი კომპლექსია. სიმბავიტი შეიცავს ყველა იმ ვიტამინსა და მინერალს, რაც აუცილებელია ბავშვის ზრდისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის; მხედველობის, ნერვული სისტემის, გულის, ძვალ-სახსართა სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. სიმბავიტი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, ავსებს აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, აძლიერებს ორგანიზმს; აუმჯობესებს მადას, უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, გამაგრებას; ხელს უშლის რაქიტის განვითარებას.
სიმბავიტი შეიცავს კომპონენტს - ბეტა გლუკანს. იგი ნატურალური პოლისაქარიდია, რომელიც მიღებულია საფუარისგან (შაცცჰარომყცეს ცერევისიაე).
ჩვენებები
დოზირება და მიღების წესი
სიმბავიტი მიიღება ჭამის შემდეგ. შესაძლებელია სიროფის მცირე რაოდენობის წყალში ან წვენში გახსნა.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
ინდივიდუალური მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
შენახვის წესი
შეფუთულ მდგომარეობაში პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25რჩ ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა
სიროფი 150 მლ. ბოთლში.