ვამელანი - კაფსულის სახით, გამოიყენება შფოთვისა და უძილობის დროს. შეფუთვაში - 30 ცალი.
ვამელანი კაფსულები
შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
• პიტნის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Mentha piperita) – 25 მგ;
• ბარამბოს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Melissa officinalis) – 25 მგ;
• ვალერიანის ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Valeriana officinalis) – 125 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
სოიოს ლეციტინი, რაფინირებული ქოქოსის ზეთი, რაფინირებული პალმის ზეთი, ყვითელი ფუტკრის ცვილი, რაფინირებული სოიოს ზეთი, მალტოდექსტრინი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო.
კაფსულის შემადგენლობა:
ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი, ქლოროფილინის სპილენძის კომპლექსი, რკინის შავი ოქსიდი, ქინოლინის ყვითელი.
ჩვენებები:
ვამელანი გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის მსუბუქი ფორმის ფუნქციური დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში, მათ შორის:
• შფოთვისა და დაძაბულობის მდგომარეობები;
• ძილის დარღვევები.
ამ კომბინაციის გამოყენება ეფუძნება ტრადიციული მრავალწლიანი გამოყენების გამოცდილებას.
გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკიდან ბავშვებში ინიშნება 2 კაფსულა დღეში 2-ჯერ.
უძილობის დროს რეკომენდებული დოზაა 1 კაფსულა ძილის წინ 30-60 წუთით ადრე.
კაფსულები მიიღება საკვების მიღების მიუხედავად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
ვამელანის მოქმედება ვითარდება თანდათან. ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია პრეპარატის მიღება მინიმუმ 14 დღის განმავლობაში.
მიღების ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. პრეპარატის შეწყვეტისას მოხსნის სინდრომი არ ვითარდება.
თუ სიმპტომები 14 დღის განმავლობაში არ მცირდება ან მდგომარეობა უარესდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
გამოყენება ბავშვებში:
ვამელანის უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
• გულისრევა;
• სპაზმური ხასიათის მუცლის ტკივილი;
• შესაძლებელია გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომების (გულძმარვის) გაძლიერება.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული მითითებები:
გასტროეზოფაგური რეფლუქსის მქონე პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ პიტნის შემცველი პრეპარატების მიღებას, რადგან შესაძლოა გაძლიერდეს გულძმარვა.
ვამელანი სიფრთხილით გამოიყენება ნაღველ-კენჭოვანი დაავადებისა და ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების სხვა დაავადებების დროს.
ზემოქმედება ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე:
ვამელანის მიღებამ შესაძლოა შეამციროს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი. მკურნალობის პერიოდში რეკომენდებული არ არის ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის. საკმარისი მონაცემების არარსებობის გამო ვამელანის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისა და ნესტისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III. გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წამლის ფორმა:
კაფსულები.