ლოპერამიდი 2მგ – მწვავე დიარეის საწინააღმდეგო კაფსულა, არეგულირებს ნაწლავის მოტორიკას. 10 კაფსულა.
ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი
ლოპერამიდი 2 მგ
ფაღარათის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება.
ფაღარათის მკურნალობა. მოულოდნელად განვითარებული მწვავე დიარეა მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
ხანმოკლე ფაღარათი 18 წლის და ზემოთ ასაკში, დაკავშირებული დიაგნოსტირებულ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან.
პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად; უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყალთან ერთად.
მწვავე დიარეის მკურნალობა მოზრდილებში: დასაწყისში ინიშნება ორი კაფსულა, ყოველი დეფეკაციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში – ერთი კაფსულა. დაუშვებელია ნებისმიერი 24-საათიანი პერიოდის განმავლობაში ექვს კაფსულაზე მეტის მიღება.
12–17 წლის ასაკის ბავშვები: დასაწყისში ინიშნება ერთი კაფსულა და ყოველი დეფეკაციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში – ერთი კაფსულა. დაუშვებელია ყოველ 20 კგ სხეულის წონაზე 3 კაფსულაზე მეტის მიღება და დოზა არ უნდა აღემატებოდეს ექვს კაფსულას ნებისმიერი 24-საათიანი პერიოდის განმავლობაში.
მედიკამენტის მიღება შესაძლებელია 48 საათის განმავლობაში. თუ დიარეა გრძელდება 48 საათზე მეტ ხანს, უნდა შეწყდეს დია-ლიმიტის მიღება და მიემართოს ექიმს.
რეცეპტის გარეშე.