შემადგენლობა: 1 მლ პრეპარატი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: კლინდამიცინის ჰიდროქლორიდი უწყლო კლინდამიცინის ჰიდროქლორიდის სახით - 11,5 მგ (შეესაბამება 10 მგ კლინდამიცინს). დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი (ეთილის სპირტი 96%), პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.
გამოყენების ჩვენებები პრეპარატი გამოიყენება ფერისმჭამელების(acne vulgaris) სამკურნალოდ.
უკუჩვენებები •ჰიპერმგრძნობელობა კლინდამიცინის ან ლინკომიცინის მიმართ ანამნეზში; •პაციენტები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ანტიბიოტიკ-ასოცირებული კოლიტი; •12 წლამდე ასაკი; პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც მიდრეკილება აქვთ ალერგიული რეაქციებისადმი.
მიღების წესი და დოზები გამოიყენება გარეგანად. ხსნარი დაიტანება წინასწარ გაწმენდილი და გამშრალი კანის დაზიანებულ უბანზე, დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს. მკურნალობის კურსი: დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღებად პრეპარატი გამოიყენება 6-8 კვირა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის 6 თვემდე გაგრძელება. თუ მკურნალობის დასრულების შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება ან ვლინდება ახალი სიმპტომები საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მოცემული ჩვენების სამკურნალოდ და ინსტრუქციაში მითითებული დოზებით. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები: ინახება ტემპერატურაზე არაუმეტეს 25 C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.