ვონაბი ტაბლეტი 20მგ #14

ვონაბი ტაბლეტი 20მგ #14

პაკისტანი

გეტზ ფარმა
პროდუქტის შესახებ
ვონაბი ტაბლეტები 10 მგ

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ვონოპრაზანის ფუმარატს ვონოპრაზანის ეკვივალენტურს… 20 მგ

თერაპიული ჩვენებები
ვონაბი (ვონოპრაზანი) ნაჩვენებია:
1.კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რეფლუქს ეზოფაგიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის რეციდივის პრევენცია ასპირინის დაბალი დოზით მიღებისას, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის რეციდივის პრევენცია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (აასს) მიღებისას.
2.Helicobacter pylori-ს ერადიკაციასთან დამატება შემდეგ შემთხვევებში:
კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭის ლორწოვანთან ასოცირებული ლიმფური ქსოვილის (MALT) ლიმფომა, იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა, კუჭის ადრეული სტადიის კიბოს ენდოსკოპიური რეზექციის შემდეგ კუჭი ან Helicobacter pylori-თ გამოწვეული გასტრიტი.


დოზირება და მიღების წესი
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში პერორალური გამოყენებისთვის არის 20 მგ ვონაბი (ვონოპრაზანი) პერორალურად დღეში ერთხელ კუჭის წყლულის 8 კვირიანი მკურნალობისას და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის 6 კვირიანი მკურნალობისას.

რეფლუქს ეზოფაგიტი
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში პერორალური გამოყენებისთვის არის 20 მგ ვონაბი (ვონოპრაზანი), რომელიც ინიშნება დღეში ერთხელ მკურნალობის სულ 4 კვირის განმავლობაში. თუ ეს დოზა აღმოჩნდება არასაკმარისი, მიღება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არა უმეტეს 8 კვირის განმავლობაში.

რეფლუქს-ეზოფაგიტის შემანარჩუნებელი თერაპიისთვის რეციდივებით და გამწვავებებით, პერორალური მიღებისთვის დოზა არის 10 მგ ვონაბი (ვონოპრაზანი) დღეში ერთხელ. თუმცა, როდესაც ეფექტურობა არაადეკვატურია, დოზა შეიძლება გაიზარდოს ვონაბის (ვონოპრაზანის) 20 მგ –მდე დღეში ერთხელ მიღებით.

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის რეციდივის პრევენცია ასპირინის დაბალი დოზით მიღებისას
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის არის ერთი ტაბლეტი 10 მგ ვონაბი (ვონოპრაზანი) პერორალურად ერთხელ დღეში.

კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის რეციდივის პრევენცია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (აასს) მიღებისას
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილთათვის შეადგენს ვონაბის (ვონოპრაზანი) 10 მგ ერთ ტაბლეტს პერორალურად დღეში ერთხელ.

დამატება Helicobacter pylori–ს ერადიკაციასთან
მოზრდილებში სამი პრეპარატისგან შემდგარი შემდეგი სქემა უნდა დაინიშნოს პერორალურად, ერთსა და იმავე დროს დღეში ორჯერ შვიდი დღის განმავლობაში: 20 მგ ვონაბი (ვონოპრაზანი), 750 მგ ამოქსიცილინის ჰიდრატი და 200 მგ კლარითრომიცინი. კლარითრომიცინის დოზა შეიძლება გაიზარდოს კლინიკური ჩვენებების მიხედვით. თუმცა, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ ორჯერ დღეში.
თუ Helicobacter pylori-ის ერადიკაცია სამი პრეპარატისგან შემდგარი სქემით, რომელიც შეიცავს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორს, ამოქსიცილინის ჰიდრატს და კლარითრომიცინს, წარუმატებელი აღმოჩნდა, როგორც ალტერნატიული მკურნალობა, მოზრდილებს უნდა დაენიშნოთ შემდეგი სამი პრეპარატი პერორალურად დღეში ორჯერ შვიდი დღის განმავლობაში: 20 მგ ვონაბი (ვონოპრაზანი), 750 მგ ამოქსიცილინის ჰიდრატი და 250 მგ მეტრონიდაზოლი.

შენახვა
არ შეინახოთ 30 C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
დაიცავით მზის სხივებისგან და ტენიანობისგან.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
გეტზ ფარმა
ქვეყანა
პაკისტანი
ჯენერიკი
ვონოპრაზანი
დოზა
20მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
14
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი