გამოიყენება შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა - პროფილაქტიკის დროს.
ტუტუკონის პერორალური ხსნარი არის ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობისა და პრევენციისთვის, ასევე საშარდე გზების ანთებითი პროცესების, პოდაგრის დროს.
რეკომენდებული დღიური დოზა:
მოზრდილები: 7 მლ 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა: 2 კვირა.
საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა გააგრძელეთ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე.
მედიკამენტი მიიღება პერორალურად, განუზავებლად.
რეკომენდებული დოზა მიიღეთ შეფუთვაში არსებული მზომი ჭიქის საშუალებით.
მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად საშარდე გზების ოპტიმალური გამორეცხვისთვის რეკომენდებულია დღეში ერთიდან ორ ლიტრამდე წყლის მიღება.
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აღნიშნული მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.