- აქტიური ნივთიერებაა ქოლეკალციფეროლი (D3 ვიტამინი). ტრედეროლი 20 000 სე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ყოველი ტაბლეტი შეიცავს 500 მიკროგრამ ქოლეკალციფეროლს (D3 ვიტამინი, რომელიც შეესაბამება 20 000 სე-ს, ქოლეკალციფეროლის კონცენტრატის ფხვნილის სახით).
გამოყენება: ტრედეროლი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ქოლეკალციფეროლს. D ვიტამინი მიიღება საკვებით და ის ასევე წარმოიქმნება კანში მზის ზემოქმედების შედეგად. ტრედეროლი ექიმის მიერ შეიძლება დაინიშნოს D ვიტამინის მძიმე უკმარისობის საწყისი მკურნალობისათვის. D ვიტამინის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს, როცა დიეტა ან ცხოვრების წესი არ უზრუნველყოფს საკმარისი რაოდენობის D ვიტამინის მიღებას ან როცა ორგანიზმი საჭიროებს უფრო მეტ D ვიტამინს. ტრედეროლი ნაჩვენებია მოზრდილებისათვის.
მიღების წესი: მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. დოზა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაბალია D ვიტამინის დონე. მკურნალი ექიმი კონსულტაციას გაუწევს პაციენტს ტაბლეტების დოზის და რაოდენობის შესახებ, და რამდენჯერ უნდა მოხდეს მათი მიღება.
რეკომენდებული დოზაა: D ვიტამინის უკმარისობის საწყისი მკურნალობა მოზრდილებში: 20 000 სე/კვირაში ექვივალენტური დოზა 4-5 კვირის განმავლობაში.
ტრედეროლი 20 000 სე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები: 1 ტაბლეტი კვირაში. მკურნალობის 4-5 კვირის შემდეგ მიზანშეწონილია უფრო დაბალი შემანარჩუნებელი დოზა. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით, უმჯობესია ძირითადი საკვების მიღების დროს.
შენახვის წესი: მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება 30C-ის ქვემოთ. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.