ერიქსიმი ტაბლეტი 400მგ #5

ერიქსიმი ტაბლეტი 400მგ #5

იტალია

აისიეს დობფარი
-10% დამატებით VISA ბარათით
პროდუქტის შესახებ
ერიქსიმი

- აქტიური ნივთიერება არის ცეფიქსიმის ტრიჰიდრატი.
- სხვა ინგრედიენტებია ორფუძიანი კალციუმის ფოსფატის დიჰიდრატი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
- გარსი: OPADRY AMB White OY-B-28920 (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილალკოჰოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, სოიოს ლეციტინი, ქსანთანის გუმფისი).

ერიქსიმი მიეკუთვნება ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებს, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
ერიქსიმი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
•შუა ყურის ინფექცია
•სინუსების ინფექცია
•ყელის ინფექცია
•ინფექცია, რომელიც იწვევს ქრონიკული ბრონქიტის უეცარ გამწვავებას
•არაჰოსპიტალური (საავადმყოფოს გარეთ შეძენილი) ფილტვების ინფექციები (პნევმონია)
•საშარდე გზების ინფექციები
•გენიტალური ტრაქტის ინფექციები
თქვენი მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ყოველთვის მიიღეთ ერიქსიმი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარამცევტთან.
ერიქსიმი მიიღება პერორალურად. ეცადეთ ერიქსიმი მიიღოთ ყოველ დღე, ერთსა და იმავე დროს.
დოზირება:
ჩვეულებრივ რეკომენდებული დოზა არის შემდეგი:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები.
მოზრდილების რეკომენდებული დოზაა 200 მგ 12 საათში ერთხელ ან 400 მგ დღე-ღამეში ერთჯერადი დოზის სახით.
გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში ეფექტურია დღეში ერთხელ 200 მგ-ს მიღება.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის ტიპისა და სიმძიმის მიხედვით. მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, შეადგენს 7 დღეს. ექიმის რეკომენდაციით, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 14 დღემდე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ერიქსიმი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
შეინახეთ არაუმეტეს 25 C ტემპერატურის პირობებში.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
აისიეს დობფარი
ქვეყანა
იტალია
ჯენერიკი
ცეფიქსიმი
დოზა
400მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
5
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი