პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - Argininum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პარენტერალური საშუალებები რეჰიდრატაცისა და დეზინტოქსიკაციისათვის
შემადგენლობა: L- არგქინინი ჰყდროცჰლორიდუმ;
1 მლ ხსნარი შეიცავს 42 მგ არგინინის ჰიდროქლორიდს (100 მლ შეიცავს 20 მმოლ არგინინს და 10 მმოლ ქლორიდებს);
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა. საინფუზიო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო-ყავისფერი ხსნარი; პH 5,0-6,5. თეორიული ოსმოლარობა 398 მოსმოლ/ლ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სისხლის შემცვლელები და პერფუზიული ხსნარები. დამატებითი ხსნარები ინტრავენური შეყვანისათვის. ამინომჟავები. არგინინის ჰიდროქლორიდი.
ათქ კოდი B05XB01.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
მეტაბოლური ალკალოზი, ჰიპერამონიემია, გულის და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, პერიფერიული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, მათ შორის შენაცვლებითი სიკოჭლის გამოვლინებით, დიაბეტური ანგიოპათია, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპერქოლესტერინემია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ფილტვისმიერი ჰიპერტენზია, ნაყოფის განვითარების შეფერხება და პრეეკლამპსია - კომპლექსური თერაპიის შემადგენობაში.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისადმი. თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები, ჰიპერქლორემიული აციდოზი; ალერგიული რეაქციები ანამნეზში; კალიუმშემანარჩუნებელი დიურეტიკების, ასევე სპირონოლაქტონის გამოყენება. მიოკარდის ინფარქტი (მათ შორის ანამნეზში).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
ტივორტინის® გამოყენებისას უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ პრეპარატს შეუძლია გამოხატული და მდგრადი ჰიპერკალიემიის გამოწვევა თირკმელების უკმარისობის ფონზე ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ან იღებდნენ სპირონოლაქტონს. კალიუმშემანარჩუნებელი დიურეტიკების წინა გამოყენებას ასევე შეუძლია სისხლში კალიუმის კონცენტრაციის დონის მომატების ხელშეწყობა. ამინოფილინთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლში ინსულინის შემცველობის ზრდა.
არგინინი შეუთავსებელია თიოპენტალთან.
გამოყენების წესი და დოზირება.
პრეპარატი შეიყვანება ინტრავენურად წვეთოვნად სიჩქარით 10 წვეთი წუთში პირველი 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ შეყვანის სიჩქარის გაზრდა შეიძლება 30 წვეთამდე წუთში.
პრეპარატის დღიური დოზა - ხსნარის 100 მლ.
ცენტრალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევებისას, ინტოქსიკაციის, ჰიპოქსიის გამოხატული მოვლენების, ასტენიური მდგომარეობების დროს პრეპარატის დოზის გაზრდა შეიძლება 200 მლ-მდე დღეში.
საინფუზიო ხსნარის შეყვანის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 20 მმოლს/სთ.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დოზა შეადგენს 5-10 მლ 1 კგ სხეულის მასაზე დღეში.
მეტაბოლური ალკალოზის სამკურნალოდ დოზის გამოთვლა შეიძლება შემდეგნაირად:
არგინინის ჰიდროქლორიდი (მმოლი) X 0,3 X კგ სხეულის მასაზე
ტუტეს ზედმეტობა (Bე) (მმოლ/ლ)
შეყვანა დაწყებული უნდა იქნას გამოთვლილი დოზის ნახევრიდან. შესაძლო დამატებითი კორექცია უნდა ჩატარდეს განახლებული მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შედეგების მიღების შემდეგ.
ბავშვები.
პრეპარატს იყენებენ 3 წლიდან ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.
პრეპარატი აღწევს პლაცენტაში, ამიტომ მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ძუძუთი კვების პერიოდში არ არსებობს.
რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, რადგანაც პრეპარატს შეუძლია თავბრუსხვევის გამოწვევა.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
125410
ჯენერიკი
L-არგინინის ჰიდროქლორიდი